Search
ან
ჩანახი
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე
500+ კკალ
ინგრედიენტები
350 350 გრ. ბატკნის(ცხვრის) ხორცი
50 50 გრ. ცხვრის დუმა
2 2 ბადრიჯანი
2 2 ბულგარული წითელი
400 400 გრ. კარტოფილი
1 1 ხახვი
30 30 გრ. რეჰანი
30 30 გრ. ქინძი
1 1 მწვანე წიწაკა
საფეხური 1
ცხვრის ხორცი დავჭრათ ულუფებად და მოვაყაროთ მარილი. ბადრიჯანი და ხახვი დავჭრათ ნახევარწრეებად, კარტოფილი და ტკბილი პილპილი მსხვილ ნაჭრებად. დავამატოთ მწვანილი, ხახვი, შავი პილპილი და მარილი.
საფეხური 2
თიხის ქოთანში ჩავდოთ ცხვრის დუმის ქონი ან კარაქი, დავაყაროთ ხორცის ნაჭრები, ზემოდან კარტოფილი, კანგაცლილი, ოთხად გაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და პილპილი. შევდგათ ღუმელში და მოვშუშოთ მაღალ ტემპერატურაზე დაახლოებით 40 წუთი სრულ მომზადებამდე.

სერვირება

ჩანახი ცხლად მიიტანეთ იმავე ჭურჭლით, რომელშიც მომზადდა.