“ყოველთვის ვიყავი კულინარიით გატაცებული, თუმცა არასდროს მეცალა ამისთვის, კარანტინის დროს გაჩნდა ბევრი თავისუფალი დრო, რომ მესწავლა ახალი, საინტერესო კერძების მომზადება. სამზარეულოში შემიძლია მთელი დღის გატარება, მიყვარს გემრიელი კერძების მომზადება და გამასპინძლება. ვგეგმავ საზღვარგარეთ კულინარიულ სკოლაში კურსების გავლას. მარტივი და ჯანსაღი კერძების მომზადებას ვანიჭებ უპირატესობას, ეს კერძიც სწორედ ამ პრინციპით შევარჩიე.” - თიკო ნიჟარაძე, ღონისძიების ორგანიზატორი, “ვანილლა ივენთის” დამფუძნებელი.
1
1
ცალი
ხახვი
3
3
კბილი
ნიორი
4
4
ცალი
ბატატი
4
4
ცალი
კვერცხი
100
100
გრ.
ნაღები
150
150
გრ.
თხის ყველი
100
100
გრ.
პესტო
10
10
გრ.
ზეითუნის ზეთი
3
3
გრ.
მარილი
1
1
მწიკვი
შავი პილპილი
1
1
სუფრის კოვზი
ტკბილი პაპრიკა
300
300
გრ.
მზა ფენოვანი ცომი
კერამიკულ ან შუშის ჭურჭელში ჩააკარით გაბრტყელებული ფენოვანი ცომი. გამოაცხვეთ 15 წუთი 220 გრადუსზე, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.
დაჭერით ხახვი, ნიორი და ბატატი. ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, მოთუშეთ ბოსტნეული 10-15 წუთის განმავლობაში.
ათქვიფეთ 4 კვერცხი, დაუმატეთ ნაღები, პაპრიკა, მარილი და პილპილი.
ნახევრად გამომცხვარ ცომზე განალაგეთ მოთუშლი ბოსტნეული, დაასხით კვერცხიანი მასა, დაჭრილი თხის ყველი და პესტო.
შეაბრუნეთ ღუმელში და აცხვეთ 40 წუთი 210 გრადუსზე.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი