დიმიტრი ოგანეზოვი უკვე ათი წელია გასტრონომიულ სფეროში მოღვაწეობს - “პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი რესტორან “პურის სახლში”. შემდეგ გავემგზავრე რუსეთში ზამთრის ოლიმპიადაზე სამუშაოდ. 2 წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი კუნძულ კვიპროსზე, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ განვითარებაზე, შევისწავლე მედიტერანული, არაბული სამზარეულოები, დავეუფლე სუშის მომზადების ტექნოლოგიას. საქართველოში ბოლო ორი პროექტი, რომლის გახსნაშიც მივიღე მონაწილეობა როგორც შეფმა, არის “ლაგაზა ვაინ ბარი” და სასტუმრო “იბის თბილისი სტადიუმი.”
300
300
გრ.
ბადრიჯანი
100
100
გრ.
ბულგარული წიწაკა წითელი
100
100
გრ.
ბულგარული წიწაკა მწვანე
200
200
გრ.
პომიდორი
150
150
გრ.
კიტრი
2
2
ნიორი
5
5
გრ.
პიტნა
5
5
გრ.
ოხრახუში
5
5
გრ.
ქინძი
30
30
გრ.
ლიმონი
20
20
გრ.
ბროწეული
30
30
მლ.
ზეითუნის ზეთი
ღია ცეცხლზე დავალაგოთ დანით დაჩხვლეტილი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკები. შევწვათ ყველა მხრიდან, სანამ კანი არ იქნება ადვილად მოსაშორებელი და ბადრიჯანი კარგად გამოცხვება.
პომიდორს და კიტრს გამოვაცალოთ შუაგული და დავჭრათ წვრილ კუბებად. ხახვი დავჭრათ წვრილად, ამისთვის დავშალოთ ხახვი ფენებად, დავჭრათ ჯერ წვრილ ჟულიენად, შემდეგ კუბებად, მოვაწუროთ 1/4 ლიმონის წვენი, დავჭრათ ნიორი.
შემწვარ ბოსტნეულს გავაცალოთ გაშავებული კანი და დავჭრათ წვრილ კუბებად, ბადრიჯანი შეგვიძლია დავკეპოთ, დანის რამდენიმე გადატარებით. მწვანილი დავჭრათ წვრილად და ავურიოთ ყველა ინგრედიენტი, დავუმატოთ ზეთი, შევაზავოთ მარილით და პილპილით, გავაფორმოთ ბროწეულით.
სერვირება
მიირთვით გემრიელად!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი