“სარესტორნო სფეროში 16 წელია ვარ, 2012 წელს მოვხვდი სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, სადაც მაღალი კვალიფიკაციის უცხოელ შეფებთან ვმუშაობდი და უდიდესი გამოცდილება მივიღე ამ კუთხით. შემდეგ იყო სასტუმრო იბისი, აქ ორი წელი სუ-შეფის პოზიციაზე ვიმუშავე, 2018 წლიდან კი სასტუმრო მერკურის და იბისის აღმასრულებელი შეფი ვარ. ვიეტნამში ამავე ქსელის სასტუმროში ავიმაღლე კვალიფიკაცია, ჩამოვიტანეთ ვიეტნამური სამზარეულო, მოვარგეთ ქართველ მომხმარებელს და გავამრავალფეროვნეთ. რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ვიეტნამური ასევე კორეული, იაპონური, ტაილანდური სამზარეულოს გამორჩეული კერძები.
სასტუმროში მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს, რაც ძალიან მომწონს. აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, მთელი პროცესი სტუმარზეა ორიენტირებული, ბევრი შესაძლებლობაა განვითარების კუთხით.” - ანდრეი სობოლევი
150
150
გრ.
თევზის ბულიონი
60
60
გრ.
ორაგული
10
10
გრ.
მზესუმზირის ზეთი
40
40
გრ.
მიდია
50
50
გრ.
კრევეტის ნაირსახეობა
30
30
გრ.
ზღვის პროდუქტების ასორტი
20
20
გრ.
ხახვი
5
5
გრ.
ჯანჯაფილი
1
1
ცალი
ლემონგრასი
50
50
გრ.
ქოქოსის რძე
1
1
გრ.
მარილი
5
5
გრ.
თევზის სოუსი
10
10
გრ.
მწვანე ხახვი
10
10
გრ.
ქინძი
20
20
გრ.
ლიმონი
მოხარშეთ ორაგული მზადყოფნამდე. გადაინახეთ150 გრამი ბულიონი.
ღრმა ტაფაზე ან ქვაბში ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ჯანჯაფილი, დაამატეთ ყველა ზღვის პროდუქტი და დაჭრილი ორაგული. თუშეთ 3 წუთის განმავლობაში.
ზღვის პროდუქტებს დაასხით ბულიონი და ქოქოსის რძე, ჩააგდეთ ლემონგრასი, ადუღეთ 2-3 წუთი. დაუმატეთ მარილი, თევზის სოუსი და ლიმონის წვენი. წამოადუღეთ და მოხსენით ცეცხლიდან.
სერვირება
ღრმა ჯამში გადაიტანეთ წვნიანი, მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და მწვანე ხახვი.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი