ძალიან გემრიელი, მსუბუქი და სასარგებლო სალათი, რომელიც უხდება გაზაფხულის გრილ
დღეებს და ზამთრის შემდეგ ჩვენს ორგანიზმს გამოკვებავს. სელის ზეთის სასარგებლო თვისებებზე ძალიან ბევრი რამის
თქმა შეიძლება.
80
80
გრ.
სალათის ფოთლები
20
20
გრ.
მწვანე ხახვი
60
60
გრ.
არაჟანი
2
2
სუფრის კოვზი
სელის ზეთი
4
4
გრ.
სელის თესლი
4
4
კვერცხი
100
100
გრ.
თეთრი ლობიოს მარინადი
სალათის ფოთლები და მწვანე ხახვი კარგად უნდა გარეცხოთ.
კვერცხი მოხარშეთ 15 წთის მანძლზე. არაჟანი და სელის ზეთი აურიეთ
ერთმანეთში. დაამატეთ მარილი, პილპილი გემოვნებით. გემოსთვის შესაძლოა ლიმნის წვენიც გამოიყენოთ
სურვილისამებრ. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად და ლობიოს მარინადი
გადაწურეთ საწურზე.
სალათის ფოთლები ხელით დაანაწევრეთ პატარა ნაწილებად და
მოათავსეთ დიდ ჯამში. დაამატეთ არაჟნის სოუსი და კარგად მოურიეთ,
დაამატეთ დაჭრილი ხახვი, ლობიო, სელის თესლი, მოათავსეთ
თეფშზე, კარგად მოხარშული კვერცხი გააგრილეთ, გააცალეთ კანი,
გაჭერით სასურველ ნაჭრებად და მიირთვით სალათთან ერათად.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი