გარეცხეთ და გაასუფთავეთ კალმახი, დაჭერით სასურველ ნაჭრებად (ან გამოაცხვეთ მთლიანად).
მოათავსეთ სინზე საცხობ პერგამენტთან ერთად, მოასხით 10 გრ. ზეითუნის ზეთი, მარილი და ლიმონის წვენი.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
საფეხური 2
გავწუროთ ფორთოხალი და წვენი წამოვადუღოთ.
ცალქე დავადნოთ კარაქი და ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი, თანდათან მოვურიოთ და მივიყვანოთ შესქელებამდე. სულ ბოლოს დავამატოთ ფორთოხლის წვენი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ.
მოვხარშოთ ბრინჯი და შევაზავოთ გახეხილ კოჭასთან, შირბახთან და სეზამთან ერთად. მოვასხათ ზეითუნის ზეთი. მივცეთ სასურველი ფორმა და გავაფორმოთ მიკრო მწვანილით.