Search
ან
წაბლის რიზოტო
30-60 წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
100 100 გრ. გაფრცქვნილი და მოხარშული წაბლი
200 200 გრ. ბრინჯი
40 40 გრ. წითელი ხახვი
10 10 გრ. ნიორი
1/4 1/4 კალტი
50 50 მლ. ბრენდი
75 75 გრ. პროშუტო ან ბეკონი
20 20 მლ. ზეითუნის ზეთი
800 800 მლ. საქონლის ბულიონი
15 15 გრ. ქონდარი
75 75 გრ. კარაქი
საფეხური 1
წვრილად დაჭრილი ხახვი, ქონდარი, ნიორი და კუბებად დაჭრილი პროშუტო ზეთში მოვშუშოთ 2 წუთი.
საფეხური 2
შემდეგ დავამატოთ ბრინჯი და გავაგრძელოთ შუშვა 5 წუთის განმავლობაში.
საფეხური 3
დავამატოთ ცოტა ცხელი ბულიონი, მუდმივად ვურიოთ, რომ არ მიიკრას, როცა ამოშრება დავამატოთ მომდევნო პორცია ბულიონი და ასე გავაგრძელოთ, ბრინჯის მომზადებამდე (უნდა იყოს ალ დენტე, ანუ კბილზე უნდა ხვდებოდეს).
საფეხური 4
როდესაც მომზადდება, ჩავამატოთ დაკეპილი წაბლი და ბრენდი. კიდევ 2 წუთი მოვამზადოთ, ამის შემდეგ დავამატოთ კარაქი და გახეხილი კალტი.
საფეხური 5
შევაზავოთ მარილით და პილპილით.

სერვირება

გადავიტანოთ თეფშზე და მივირთვათ ცხლად.