Search
ან
ქათმის ფილე შინდის საწებელში
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ

ძალიან მიყვარს შინდი, ბავშვობიდან მახსოვს ჩემს ოჯახში დამზადებული შინდის მურაბა, ჯემი, კომპოტი... მე ამ ხილის საწებელს შემოგთავაზებთ. 

ინგრედიენტები
3 3 ქათმის ფილე
50 50 გრ. მწვანე ხახვი
30 30 გრ. პრასი
1 1 მწვანე წიწაკა
100 100 გრ. სულგუნი
4 4 კბილი ნიორი
1 1 კვერცხი
6 6 ჩაის კოვზი მეგრული აჯიკა
700 700 გრ. შინდი
1 1 კონა ქინძი
2 2 უცხო სუნელი
2 2 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო
50 50 გრ. შებოლილი სულგუნი
საფეხური 1
შინდი კარგად გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყალი ისე, რომ ოდნავ დაფაროს. დავუმატოთ ღვინო, დავაფაროთ თავსახური და დავდგათ მაღალ ცეცხლზე. წამოდუღებიდან 5-7 წუთის შემდეგ გადმოვდგათ, გადავწუროთ (გადაწურული ნახარში არ გადაღვაროთ). ვაცადოთ გაგრილება, და გავატაროთ ცხაურში, კურკები გადავყაროთ, გატარებული მასას დავამატოთ ნახარში წვენი ისე, რომ მივიღოთ საწებლის კონსისტენცია. შევკმაზოთ უცხო სუნელით, 2 ჩ.კ მეგრული აჯიკით და ძალიან წვრილად დაჭრილი (ან დაბლენდერებული) ქინძით, მარილი გემოვნებით.
საფეხური 2
ფილე გავჭრათ შუაში, გავუკეთოთ ჯიბე. ამოვავლოთ აჯიკაში. ცალკე დავჭრათ მწვანილი. შევურიოთ გახეხილი სულგუნი და კვერცხი - ეს ქათმის გულსართია. აჯიკაში ამოვლებულ ქათმის ფილეს წინასწარ გაჭრილ ჯიბეში ჩავუდოთ გულსართი ისე, რომ არ გადმოდიოდეს.
საფეხური 3
ტაფა გავახუროთ საშუალო ცეცხლზე, დავუმატოთ ზეთი და ქათმის ფილე შევწვათ ორივე მხრიდან. როდესაც ფილეს გადმოვაბრუნებთ, ტაფას დავაფაროთ თავსახური, ასე იგი შიგნიდანაც გამოცხვება.

სერვირება

შემწვარი ფილე გადმოვიღოთ და გავაგრილოთ. ჩავდოთ საწებელში. გემრიელად მიირთვით.