Search
ან
მუხუდოს სალათი ბაზილიკით
30-60 წუთი
ადვილი
მსუბუქი
1
201-500 კკალ

მუხუდო შეგვიძლია გამოვიყენოთ მარხვის პერიოდში,  მისი მაღალი კვებითი ღირებულების გამო ის ხორცსაც ჩაანაცვლებს. მუხუდოსგან ბევრი სახის კერძი შეგვიძლია მოვამზადოთ - მაგალითად: წვნიანი, ჰუმუსი, სალათი. 

მე სალათის გაკეთბა გადავწყვიტე.

ინგრედიენტები
60 60 გრ. მუხუდო
15 15 გრ. ბაზილიკი
5 5 გრ. მწვანე ხახვი
20 20 გრ. ფიჭვის თესლი
20 20 გრ. პარმეზანი
5 5 გრ. ნიორი
30 30 გრ. ზეითუნი
10 10 გრ. პიტნა
20 20 გრ. ღვივები
60 60 გრ. ჩერი
70 70 გრ. ლიმონი
50 50 გრ. ავოკადო
საფეხური 1
მუხუდო გავრეცხოთ, გავავსოთ ქვაბი წყლით და ვხარშოთ თავდახურული 4-5 საათის განმავლობაში, პერიოდულად ჩაიხედეთ - წყალი არ ჩაგიშრეთ. გასინჯეთ, თუ ხელით ადვილად იჭყლიტება, ე.ი. მოხარშულია. გადმოდგით ცეცხლიდან, გადაწურეთ წყალი. სასურველია კანი გააცალოთ.
საფეხური 2
ამის შემდეგ შეგიძლიათ ინგრედიენტების მომზადება დაიწყოთ. დაჭერით პომიდორი - ჩერი სასურველ ზომებად, გახეხეთ პარმეზანი, ბაზილიკს მოაცალეთ მხოლოდ ფოთლები, ასევე პიტნას. ავოკადო სასურველია სუფრასთან მიტანის წინ დაამატოთ.
საფეხური 3
გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი, ჩააგდეთ რამდენიმე კბილი ნიორი, შეგიძლიათ დაუმატოთ დაღერღილი წიწაკა და ბაზილიკის მორჩენილი ღეროები, სანამ ნიორი დაიბრაწება ტაფიდან ამოიღეთ და ჩაყარეთ მუხუდო. სასურველია, მოიბრაწოს მსუბუქად. ჩაახეხეთ ლიმონის ცედრა, გადმოდგით და შეაგრილეთ. დარჩენილი ინგრედიენტებიც შეურიეთ სალათს, მოასხით დამატებით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. (შეგიძლიათ სურვილისამებრ, რამე სხვა დრესინგი მოასხათ, ასევე ინგრედიენტები დაუმატოთ) მოაყარეთ პარმეზანი და ფიჭვის მარცვლები.

სერვირება

რაც უფრო მეტი ფერის ბოსტნეულს გამოიყენებთ, მით უფრო ლამაზია ნებისმიერი სალათი, ამ სალათის სერვირებისთვის შეარჩიეთ ერთი დიდი მათლაფა, გადაიტანეთ სალათი და ზემოდან მიკრომწვანილით ან ლამაზი სალათის ფურცლებით გააფორმეთ.

რჩევები

მოხარშვამდე ერთი დღით ადრე, მუხუდო უნდა ჩავალბოთ წყალში.