აყრდცა, ანუ ლობიოს შეჭამანდი ძალიან ჰგავს ჩვენს ტრადიციულ, ამოლესილ ლობიოს, მხოლოდ ოდნავ განსხვავებული გემო აქვს, რადგან ბევრი სახის მწვანილითა და სიმინდის ფქვილით უნდა შევაზავოთ.
100
100
გრ.
ლობიო
200
200
გრ.
ხახვი
20
20
გრ.
ოხრახუში
50
50
გრ.
ნიახური
30
30
გრ.
სიმინდის ფქვილი
50
50
გრ.
კარაქი ან ერბო
20
20
გრ.
მწვანე ხახვი
10
10
გრ.
ქინძი
10
10
გრ.
კამა
80
80
გრ.
ლორი ან ბეკონი
ლობიო უფრო სწრაფად მოიხარშება, თუ წინა დღეს ჩაალბობთ და მეორე დღეს, ხარშვის დროს წყალს გამოუცვლით. შემდეგ გააგრძელოთ მისი ხარშვა ნელ ცეცხლზე. როგორ გავიგოთ მოიხარშა თუ არა ლობიო? ამოვიღოთ კოვზით და შევუბეროთ, თუ კანი გასკდა და გადაიშალა ესეიგი მზადაა.
ჩაახარშეთ ოხრახუში, ნიახურის ძირი და დაკეპილი ხახვი, ასევე, შეგიძლიათ მსუბუქად მოშუშოთ კარაქში ან ერბოში.
მწვანილი ერთად შეკარით ისე, რომ ამოღება გაგიადვილდეთ.
ლობიო შევაზავოთ სიმინდის ფქვილით, რომელიც შეიძლება მოიხალოს (პიკანტურ გემოს მისცემს) და შემდეგ მოიშუშოს ერბოში, წვრილად დაკეპილ მწვანე ხახვთან, დანაყულ ნივრთან, დაკეპილ ქინძითან და კამასთან ერთად.
სერვირება
ძალიან გემრიელია კარგად მობრაწულ ბეკონთან ერთად.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი