Search
ან
ორაგულის სტეიკი ისპანახით, გამომცხვარი სტაფილოთი და ციტრუსის სოუსით

ვარ სოსო ხაინდრავა, აღმასრულებელი შეფი.
ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ქართულ კულინარიაში და შევუთავსო ევროპული ელემენტები. ძალიან მიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებ, ჩემს საქმიანობაში ვავითარებ ქართულ კერძებს.
ვცდილობ ვიაქტიურო სოც. ქსელებში და ვაჩვენო ხალხს ჩემი შემოქმედება!

ინგრედიენტები
250 250 გრ. ორაგული
130 130 მლ. ფორთოხლის ფრეში
15 15 გრ. ხახვი
1 1 ცალი ლაიმი
10 10 გრ. ყავისფერი შაქარი
130 130 გრ. სტაფილო
20 20 გრ. კარაქი
130 130 გრ. ისპანახი
1 1 გრ. დაღერღილი წიწაკა
20 20 გრ. მარილი
90 90 გრ. გრეიპფრუტის სეგმენტი
5 5 გრ. სიმინდის სახამებელი
100 100 მლ. ზეითუნის ზეთი
საფეხური 1
დღეს მოგიმზადებთ ორაგულის სტეიკს ბლანშირებული და შემდეგ მობრაწული ისპანახით, გამომცხვარი სტაფილოთი, კაპერსის და ციტრუსის სოუსით.
საფეხური 2
ხახვს და ნიორს ვბრაწავთ კარაქში, ვამატებთ კაპერს, ლაიმის ცედრას, შემდეგ ვასხამთ ფორთოხლის ფრეშს და ვამატებთ დაღერღილ წიწაკას და ყავისფერ შაქარს.
საფეხური 3
ვასქელებთ სიმინდის სახამებლით.
საფეხური 4
როზმარინში დამარინადებულ სტაფილოს ვბრაწავთ მაღალ ცეცხლზე და მოგვყავს ღუმელში, მზადყოფნამდე.
საფეხური 5
ორაგულს ვასხამთ ნივრის ზეთს და ვაზელთ მარილს. გრილზე მოგვყავს. არ უნდა იყოს გადაბრაწული, უნდა იყოს ნახევრად მოყვანილი, რადგან ორაგული არ გამოგვიშრეს. ვადგამთ წყალს ისპანახის ბლანშირებისთვის და მოწალული ისპანახი გადაგვაქვს კარაქში და ნიორში. მოგვყავს ასევე ნივრის ზეთი და მარილი.

სერვირება

გადმოგვაქვს თეფშზე, ვაფორმებთ გრეიპფრუტის სეგმენტებით და ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით. გემრიელად!