Search
ან
მაწვნის სუპი ნუშის ფანტელებით
60+ წუთი
ადვილი
მსუბუქი
201-500 კკალ

“კულინარია არ არის ჩემი პირველადი პროფესია. ჩემი კარიერა სამზარეულოში საკმაოდ გვიან დაიწყო, აქამდე მოსვლაში დამეხმარა ინტუიცია, გაცნობა, საკუთარი უნარების ნდობა და ცხადია, გურმანობა.
გემრიელად ჭამა ყოველთვის მიყვარდა, ისევე როგორც სამზარეულოში ყოფნა, ამიტომაც, ჩემთვის კერძების დამზადება ადრეული ასაკიდან დავიწყე. 
გემოსთან ერთად, კერძის ვიზუალურ მხარეს შეიძლება განესაზღვრა გავსინჯავდი  თუ არა კერძს საერთოდ.  
კულინარიის კურსებზე სწავლისას უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ის იყო, რისი კეთებაც მინდოდა მომავალში.
შემდეგ იყო ბევრი პრაქტიკა, გამოცდილ შეფებთან მუშაობა, სხვადასხვა სამზარეულოში გატარებული მრავალი საათი…
ვფიქრობ ქართული სამზარეულო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ქვეყნის კულტურის. საინტერესო პერიოდია ამ მხრივ საქართველოში ახლა. კულინარიული ძიებები, მცდელობები ახლის შექმნის, სხვა ქვეყნის კულტურებიდან შემოსული ცოდნის გამოყენება, თანამედროვე კერძების შექმნა - უამრავი გამოწვევაა.
ტრადიციული კერძებისგან უფრო ჯანსაღი ვერსიების შექმნასთან ერთად, ვთვლი, რომ ავთენტური ვერსიების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

სამზარეულო ჩემთვის შემოქმედებითობის ადგილია. 
სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებაც ძალიან მახარებს.” - ალექსანდრე თვალავაძე, მზარეული.

ინგრედიენტები
1 1 კგ. მაწონი
50 50 გრ. მჭადის ფქვილი
30 30 გრ. მწვანე ხახვი
30 30 გრ. პიტნა
1 1 ცალი კიტრი
3 3 ცალი ლაიმი
2 2 კბილი კბილი ნიორი
5 5 გრ. მარილი
2 2 გრ. თეთრი პილპილი
50 50 გრ. ნუშის ფანტელი
250 250 მლ. ბორჯომი
საფეხური 1
მწვანილები დავჭრათ წვრილად.
საფეხური 2
კიტრი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და გავწუროთ ზედმეტი სითხისგან.
საფეხური 3
ნუში მოვხალოთ ტაფაზე.
საფეხური 4
მოზრდილ ჯამში მოვათავსოთ მაწონი, დავუმატოთ მჭადის ფქვილი, გაწურული კიტრი, მწვანილები, ლაიმის წვენი, წვრილად დაკეპილი ნიორი, მარილი, პილპილი და ბორჯომი. კარგად ავურიოთ. გავაციოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით, რომ გემო უკეთ გაუჯდეს.

სერვირება

სერვირებისას თეფშზე მოვაყაროთ მოხალული ნუში და მწვანილები სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით.