Search
ან
საქონლის ლოყები ჩინურ-ფრანგულად
30-60 წუთი
რთული
მძიმე
201-500 კკალ

“2011 წელს ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში, აზიის და აფრიკის სკოლაში და დავიწყე ჩინური ენის შესწავლა. 2015-2016 წლებში ვიცხოვრე ჩინეთში, სუჭოუსა და შანხაის ქალაქებში. ამ პერიოდში განსაკუთრებით დავინტერესდი კულინარიით. პანდემიამდე  საქართველოში დამყავდა ტურისტული ჯგუფები ჩინეთიდან, ამჟამად კი ჩინურს ვასწავლი სახლში. ასევე  ვმუშაობ საავიაციო სფეროში, ამერიკულ კომპანიაში, რომელიც ახორციელებს ავიანაწილების  შესყიდვა/გაყიდვებს. მე ვმუშაობ ბიზნეს დეველოპმენტის დეპარტამენტში. ვარ მასტერშეფის მე-7 სეზონის ფინალისტი. მაქვს ინსტაგრამ ბლოგი, რომელიც ეძღვნება კულინარიას, ცხოვრების სტილს (lifestyle) და მოგზაურობებს. ახლო მომავალში ვაპირებ გავაკეთო კულინარიული ბლოგი ტიკტოკზე და მივიღო მონაწილეობა ორბელიანის საახალწლო ბაზარზე, სადაც მოვამზადებ ჩინურ კერძებს. ასევე მომავალი წლიდან მექნება მასტერკლასები.” - ალექსანდრა კორენევიჩი

ინგრედიენტები
ინგრედიენტები 3/4 პორციისთვის
3-5 3-5 ცალი საქონლის ლოყები
3 3 ცალი სტაფილო
2 2 ცალი ხახვი
2 2 ცალი ნიახურის ღერო
4 4 კბილი ნიორი
30 30 გრ. ჯანჯაფილი ცოცხალი
2 2 ცალი დაფნის ფოთოლი
1 1 ცალი დარიჩინის ჯოხი
2 2 ცალი ანისულის ვარსკვლავი
3 3 ცალი მიხაკი
80 80 მლ. მსუბუქი სოიოს სოუსი
1.5 1.5 სუფრის კოვზი მუქი სოიოს სოუსი და ცოტა ვორჩესტერის სოუსი
10 10 გრ. სახამებელი
800 800 მლ. წითელი მშრალი ღვინო
ვანილის და წიწაკის პიურესთვის:
6 6 ცალი კარტოფილი
150 150 მლ. რძე
1,5 1,5 ჩაის კოვზი პასტა ვანილი
* * დაღერღილი წიწაკა, მარილი და კარაქი გემოვნებით
შტოშის სოუსი:
600 600 გრ. შტოში
3 3 სუფრის კოვზი შაქარი
1 1 მწიკვი მარილი
50 50 მლ. კონიაკი
საკუთარ სოუსში დეგლაზირებული სტაფილო:
5 5 ცალი პერგამენტი
2 2 ცალი სტაფილოს წვენი
70 70 გრ. კარაქი
1 1 მწიკვი მარილი
საფეხური 1
დაგჭირდებათ ხელსაწყო: “ფრეშერ-ქუქერი” (ქვაბი). მომზადების წესი: ლოყებს მოვაყაროთ პილპილი და მარილი და მოვბრაწოთ ტაფაზე თითო მხარეს 5-5 წუთი მაღალ ცეცხლზე. გადავიტანოთ ფრეშერ ქვაბში და ჩავამატოთ მსუბუქი სოიოს სოუსი, მუქი სოიოს სოუსი, დარიჩინი, ანისულის ვარსკვლავი, დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ნიახურის ღერო, 3 კბ. ნიორი, ჯანჯაფილის ნაჭერი, დაფნის ფოთოლი, ვორჩესტერის სოუსი 1ჩ.კ., ღვინო და წყალი ისე, რომ დაიფაროს ხორცი.
საფეხური 2
1 საათი უნდა მომზადებას ფრეშერ ქვაბში საშუალო/დაბალ ცეცხლზე.
საფეხური 3
ცალკე ტაფაში ვშუშავთ იგივე ინგრედიენტებს, რაც ქვაბში დავამატეთ ხორცს - მხოლოდ ღვინის გარეშე.
საფეხური 4
როდესაც ხორცი მომზადდება, ქვაბიდან წვენი გადავასხათ სოუსში ტაფაზე და შევასქელოთ სახამებლით, რომელიც წინასწარ გავხსენით ცოტა წყალში. გადავწურავთ და სოუსი მზადაა.
საფეხური 5
პიურე: მოვხარშოთ კარტოფილი, შევაცხელოთ რძე. მოვამზადოთ სტანდარტული პიურე. დავამატოთ დაღერღილი წიწაკა და ვანილი გემოვნებით.
საფეხური 6
შტოშის სოუსი: შტოში (ან თქვენთვის სასურველი კენკრა) ჩავყაროთ სასოუსე ქვაბში შაქართან და ცოტა მარილთან ერთად. დაველოდოთ სანამ ადუღდება, ჩავპრესოთ ცოტა და დავამატოთ კონიაკი. გადავწუროთ.
საფეხური 7
დეგლაზირებული სტაფილო თავის წვენში, კარაქით: სტაფილო დავჭრათ რგოლებად. ჩავყაროთ პატარა ქვაბში, დავამატოთ კარაქი, სტაფილოს წვენი, მარილი. ზემოდან დავადოთ პერგამენტი შიგთავსთან კონტაქტში. ვადუღოთ იქამდე სანამ წვენი არ აორთქლდება და სტაფილო არ იქნება მზად. ვასერვირებთ კერძს.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!