Search
ან
გოგრის სტეიკი, გოგრის თესლის ხარჩოთი და გოგრის მჭადებით
60+ წუთი
საშუალო
მსუბუქი
201-500 კკალ

გიო ნაცვლიშვილი 36 წლის. ამჟამად ვმუშაობ  IT საკონსულტაციო კომპანიაში PM Lead პოზიციაზე. არასდროს მიმუშავია მზარეულის პოზიციაზე. 
კულინარია სულ იყო რაღაც დოზით ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ განსაკუთრებით ინტერესის სფერო გახდა მაშინ, როდესაც გავხსენი საკუთარი რესტორანი. შემდეგ ამას მოჰყვა კულინარიულ შოუში მონაწილეობა, რის შემდეგაც უფრო გამძაფრდა ჩემი ამ მიმართულებით ინტერესები. 
ამ ეტაპზე კულინარია არის ჩემთვის მედიტაცია. ჩემ საკუთარ სამზარეულოში ვამზადებ მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და საკუთარი თავისთვის.  იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ კერძების მომზადების პროცესით, კულინარიული ექსპერიმენტებით, რომ გადავწყვიტე ეს ყველაფერი გადამეღო და ფართო საზოგადოებისთვის გამეზიარებინა სოციალურ ქსელებში. 
ამჟამად ვიდეოებს ვიღებ TikTok პლატფორმისთვის, თუმცა იგივე ვიდეოებს ვაზიარებ instagram-ზე, Facebook-სა და YouTube-ზე. 
 

ინგრედიენტები
1 1 ცალი გოგრა
1 1 ცალი ღერო როზმარინი
2 2 კბილი ნიორი
1/3 1/3 ჩაის კოვზი შავი პილპილი (დაფქული)
1/2 1/2 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
30 30 გრ. მცენარეული კარაქი
1/2 1/2 ცალი ხახვი
60 60 გრ. მოხალული გოგრის თესლი
40 40 მლ. პომიდვრის პიურე
1 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი (დაფქული)
1/2 1/2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი (დაფქული)
1/3 1/3 ჩაის კოვზი წიწაკა ჩილი (დაფქული)
1/2 1/2 ჩაის კოვზი სუფრის მარილი
50 50 გრ. მჭადის ფქვილი
30 30 მლ. ღვინის ძმარი
5 5 ცალი შავი პილპილის კაკალი
2 2 ცალი დაფნის ფოთოლი
1/4 1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი (დაფქული)
50 50 გრ. ქინძი
50 50 გრ. ზეითუნის ზეთი
საფეხური 1
სტეიკი გოგრა გადაჭერით შუაზე. ზედა ნაწილიდან ამოჭერით მართკუთხა ფორმის 2-2.5 სმ სისქის სტეიკი. სტეიკი დადეთ ფოლგაზე, დააყარეთ ზღვის მარილი და შავი წიწაკა, ზევიდან დაადეთ როზმარინი, ნიორი, კარაქი და ფოლგაში გადაახვიეთ. გადაიტანეთ ღუმელში და აცხეთ 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. 15 წუთის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, გადახსენით ფოლგა და ხელმეორედ შედგით ღუმელში შესაწვავად. ღუმელში გააჩერეთ, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება.
საფეხური 2
ხარჩოს სოუსი ხახვი დაჭერით წვრილად და კარგად მოშუშეთ ტაფაზე. მოთუშულ ხახვს დაუმატეთ პომიდვრის პიურე და წამოადუღეთ. გოგრის თესლი დანაყეთ ნიორთან ერთად და დაუმატეთ პომიდვრის და ხახვის მასას. ასევე დაუმატეთ 1 ჭიქა წყალი. როდესაც მასა წამოდუღდება დაუმატეთ ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, წიწაკა და სუფრის მარილი და კარგად ამოურიეთ. მიღებული ხარჩოს მასა შეაგრილეთ და დააბლენდერეთ.
საფეხური 3
გოგრის მჭადები გოგრის ნარჩენებს (კანის გარეშე) დაუმატეთ წყალი და დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას. შემდეგ წვრილ საწურში გადაწურეთ, რათა მიიღოთ გოგრის წვენი. მჭადის ფქვილს დაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი, გოგრის წვენი და კარგად გადაზილეთ. გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე სანამ არ შეყავისფრდება.
საფეხური 4
გოგრის მწნილი გოგრის ნარჩენები დაასლაისეთ გრძელ მართკუთხა ნაჭრებად. ჩაყარეთ ჯამში, დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი. დაუმატეთ ძმარი, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის კაკლები, მარილი და დარიჩინი. გააჩერეთ 1.5-2 საათის განმავლობაში.
საფეხური 5
ქინძის ზეთი ქინძს დაასხით ზეთი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ შეაგრილეთ და დააბლენდერეთ 5 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა გადაწურეთ დოლბანდზე.
საფეხური 6
კერძი დაასერვირეთ გაშლილ თეფშზე. თავდაპირველად ცენტში დაასხით ქინძის ზეთი, შემდეგ ზეთზე დაასხით ხარჩოს სოუსი. როდესაც სოუსი გაიშლება, დაახლოებით სოუსის 1/4 ზე დაადეთ გოგრის სტეიკი, გვერდით დაუდეთ დამჟავებული გოგრის გადახვეული ნაჭრები.
საფეხური 7
სტეიკს ზემოდან დაუმაგრეთ ორი ცალი მჭადის ფოთოლი და მოაყარეთ მოხალული გოგრის თესლი.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!