ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, მომწონდა და მიყვარდა კერძებისა და დესერტების მომზადება. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კულინარიისადმი სიყვარული ბავშვობიდან დღემდე, გენეტიკის ბრალია, რადგან მამა მზარეული მყავდა. კულინარია ნამდვილი პროფესია გახდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს კულინარიის აკადემიაში შევდგი ფეხი. თავდაპირველად გავიარე კონდიტერის პროფესიული კურსი, შემდეგ გავაგრძელე მზარეულის პროფესიაზეც. დასრულების შემდეგ იყო არა ერთი რესტორანი და საკონდიტრო. ვაფასებ და მიყვარს გავლილი თითოეული ნაბიჯი, რადგან დიდი გამოცდილება შემძინა. მაბედნიერებს ის წამები, როცა ჩემს მომზადებულ კერძს თუ დესერტს გემრიელად აგემოვნებენ. ჩემს კულინარიულ საქმიანობაში დიდი ადგილი უჭირავს ვეგეტარიანულ სამზარეულოს, კერძოდ, რესტორან ლეილაში, სადაც ამჟამად ვმასპინძლობ არა მხოლოდ ქართველ სტუმრებს, არამედ ბევრ უცხოელ ტურისტს. - გოგოლიძე აზა
300
300
გრ.
მუხუდო
1
1
თავი
ხახვი
1
1
ცალი
კვერცხი
1
1
ცალი
ლიმონი
50
50
გრ.
ოხრახუში
10
10
გრ.
პიტნა
3
3
კბილი
ნიორი
50
50
გრ.
ტაჰინი
1
1
მწიკვი
დაღერღილი წიწაკა
200
200
გრ.
საფანელი
100
100
გრ.
ტკბილ-ცხარე სოუსი
150
150
გრ.
არაჟანი
10
10
გრ.
დიჟონის მდოგვი
1
1
ცალი
პომიდორი
6
6
ცალი
სალათის ფურცელი
5
5
ცალი
ბურგერის პური
წინასწარ დამბალი მუხუდო, ოხრახუში, პიტნა, ნიორი, ხახვი ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ კვერცხი, ლიმონის წვენი, ტაჰინი, დაღერღილი წიწაკა, 100 გ საფანელი, მარილი გემოვნებით.
ყველაფერი ერთად კარგად გადავურიოთ. გავაკეთოთ 100 გრამიანი ბურთები, მივცეთ მრგვალი, ბრტყელი კატლეტის ფორმა, ამოვავლოთ დარჩენილ საფანელში და მოვათავსოთ საყინულეში 30 წუთი. შემდეგ შეგვიძლია გავახუროთ ტაფა, დავასხათ ბლომად ზეთი და შევწვათ ორივე მხრიდან.
სერვირებისთვის არაჟანი და დიჟონის მდოგვი ავურიოთ. ბურგერის პურს წავუსვათ ტკბილ-ცხარე სოუსი, დავადოთ სალათის ფურცელი, შემწვარი ფალაფელი, პომიდორი, არაჟნის სოუსი და პური.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი