მე ვარ ლუკა თოდუა 22 წლის ქალაქ თბილისიდან, პროფესიით შეფ-მზარეული. ამ სფეროში ვტრიალებ 14 წლიდან და მაქვს ნამუშევარი როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ჩემი ბოლო სამუშაო ადგილი იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც ვმუშაობდი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში სუ-შეფის პოზიციაზე. მიყვარს კლასიკური ფრანგული სამზარეულო და ვცდილობ ხშირად გამოვიყენო ფრანგული მომზადების ტექნიკები ჩემს კერძებში.
250
250
გრ.
ლობიო
100
100
გრ.
ხამონიზებული რაჭული ლორი
2
2
ცალი
კვერცხი
20
20
გრ.
ხახვი
2
2
კბილი
ნიორი
5
5
გრ.
მწვანე წიწაკა
70
70
გრ.
ისპანახის ფოთლები
5
5
გრ.
ნედლი ქონდარი
1
1
ჩაის კოვზი
ხმელი ქინძი
1
1
ჩაის კოვზი
უცხო სუნელი
1
1
ჩაის კოვზი
მწვანე აჯიკა
15
15
გრ.
ჯონჯოლი
1
1
მწიკვი
მარილი
1
1
მწიკვი
პილპილი
300
300
გრ.
ფენოვანი ცომი
მომზადების წესი:
დაკეპილ ხახვს, ნიორს და მწვანე წიწაკას ვშუშავთ რაჭული ლორის ცხიმში, როგორც კი დარბილდება, ვუმატებთ სუნელებს, ნედლ ქონდარს, მწვანე აჯიკას, მოხარშული ლობიოს მარცვლებს და ლობიოს ნახარშს. ვაზავებთ მარილით და პილპილით.
წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ, მოვათავსოთ ბლენდერში დავაბლენდეროთ, ამის შემდეგ გავატაროთ საწურში.
როგორც კი მივიღებთ ერთიან მასას, ვათავსებთ საკონდიტრო ტომარაში და ვინახავთ მაცივარში გამოყენებამდე.
შემდეგ ვაკეთებთ ისპანახის ბლანშირებას - ფოთლებს ჩავდებთ მდუღარე წყალში 25 წამით და შემდეგ გადაგვაქვს ყინულიან წყალში.
ჯამში შიგნიდან ვაკრავთ პლასტიკს რის შემდეგაც ვიწყებთ ფენების აწყობას. გაქუშნული ლობიო, ლობიოს მარცვლები, ჯონჯოლი, რაჭული ლორის ნაჭრები, ლობიო და ბოლოს ისპანახის ფოთოლი.
ასევე ამ მასასაც ვინახავთ მაცივარში.
ფენოვან ცომს ვჭრით ორ საშუალო ზომის ნაწილად, გამოგვყავს მრგვალი ფორმები და ჩანგლით ვჩხვლეტთ.
ზემოდან ვათავსებთ ლობიოს მასის გუნდას და ვაფარებთ ფენოვანის მეორე ნაწილს.
ჩანგლით ვაფიქსირებთ კიდეებს, გარედან ვაფორმებთ ჩვენთვის სასურველი ორნამენტებით, ვუსვამთ ათქვეფილი კვერცხის გულს და ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 -18 წთ განმავლობაში.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი