“მაშინ, როდესაც საქართველოში რთულ 90-იან წლებს გავდიოდით, არც დენი იყო და არც გაზი, ბებო და ბაბუ, იმ ყველასთვის კარგად ცნობილ ნავთის გამათბობლის დახმარებით, ახერხებდნენ ჩემს რაციონში დესერტი აუცილებლად ყოფილიყო. ბნელ სამზარეულოში სანთლით განათებული მაგიდა და მოზელილი ცომი სწორედ ის ჯადოსნური მოგონებაა, რომელმაც სამუდამოდ შემაყვარა კულინარია. კულინარიული პროფესიული ცოდნა არ მაქვს, მაგრამ ექსპერიმენტების და საყვარელი ფუდბლოგერების დახმარებით უამრავი რამ ვისწავლე. მიყვარს ჩემი 3 წლის შვილთან ერთად მზადება, რაც შესაძლოა ართულებს საქმეს, თუმცა აგრეთვე დიდი სიამოვნებაა.” - მარი ბოლქვაძე, პროდიუსერი, ტელე წამყვანი.
250
250
გრ.
მასკარპონე
250
250
გრ.
ნაღები 35%
4
4
სუფრის კოვზი
შაქრის პუდრი
10
10
გრ.
ვანილის ფხვნილი
1
1
გრ.
ლიმონი
100
100
გრ.
შავი საცხობი შოკოლადი (70%)
150
150
გრ.
ნაღები
150
150
გრ.
ყავა
100
100
გრ.
სავოიარდის ბისკვიტი
ნაღებს, შაქრის პუდრს ათქვეფთ და დაამატებთ ვანილს. თქვეფის პროცესში დაამატეთ თითო კოვზი მასკარპონე და 1 ჩ.კ ლიმონის წვენი.
ჭურჭელში სავოიარდის ბისკვიტები ჩააწყვეთ და ყავა დაასხით ისე, რომ ყველა ბისკვიტი კარგად გაიჟღინთოს.
შოკოლადის განაშისთვის საჭიროა ადუღებამდე მიიყვანოთ ნაღები, შემდგომ დაასხით შოკოლადის ფილებს, ასეთ მდგომარეობაში ტოვებთ რამდენიმე წუთით, შემდგომ კი კარგად ურევთ კოვზით.
შოკოლადის განაში წაუსვით სავოიარდის ბისკვიტებს, შემდგომ კრემი და სურვილისამებრ მოაყარეთ დახეხილი შოკოლადი და ლიმონის ცედრა. ტირამისუ შეგიძლიათ ააწყოთ როგორც ერთ მოზრდილ ყალიბში, ასევე ინდივიდუალურად თეფშზე.
შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი