Search
ან
ატმის ტარტი პეკანით
30-60 წუთი
საშუალო
500+ კკალ

“პროფესიით ფილოლოგი ვარ, თუმცა მთელი ჩემი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგს და კომუნიკაციებს უკავშირდება.
კულინარია ჩემი ყველაზე საყვარელი ჰობია. არც კი მახსოვს როდის შევედი პირველად სამზარეულოში. ორივე ბებია არაჩვეულებრივად ამზადებდა და მათთან ერთად, მეც ვიყავი ოჯახურ ფუსფუსში ჩართული. არასდროს მბეზრდება გემრიელი კერძების მომზადება. მუდამ ვეძებ ახალ, საინტერესო რეცეპტებს და საყვარელ ადამიანებს ვეპატიჟები - ეს ჩემთვის თერაპიაა.” - მარიამ ბერძენიშვილი, 26 წლის
 

ინგრედიენტები
250 250 გრ. ფქვილი
200 200 გრ. კარაქი
7 7 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
1/2 1/2 ჩაის კოვზი ვანილი
1 1 ცალი კვერცხი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 კგ. ატამი
2 2 სუფრის კოვზი შაქარი
1 1 ცალი ლიმონის ცედრა
100 100 გრ. პეკანი
2 2 სუფრის კოვზი სახამებელი
1 1 მწიკვი დარიჩინი
5 5 ცალი კვერცხი
საფეხური 1
ფქვილს შევურიოთ ცივი კარაქი, 2 ს.კ შაქრის პუდრი, ვანილი, მარილი, 1 კვერცხი და მოვზილოთ ცომი. გავახვიოთ პლასტიკში და 30-40 წუთით შევდოთ მაცივარში.
საფეხური 2
გავთალოთ ატამი და დავჭრათ. ცალკე მოვხალოთ წვრილად დაჭრილი პეკანი. ქვაბში ჩავყაროთ ატამი და დავუმატოთ შაქარი, მივიყვანოთ ადუღებამდე, როცა სითხეს გამოუშვებს დავუმატოთ 2 ს/კ სახამებელი და გავასქელოთ მასა. შემდეგ დავუმატოთ დარიჩინი, ლიმონის ცედრა, ვანილი, მოხალული პეკანი და გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაგრილოთ.
საფეხური 3
გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან, გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ტარტის ფორმაში. დავჩხვლიტოთ ჩანგლით. ზემოდან გადავაფაროთ სამზარეულოს საცხობი ქაღალდი და ზედ სიმძიმისთვის დავადოთ ლობიო, წიწიბურა ან სხვა მძიმე მარცვლეული.
საფეხური 4
180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით შევდგათ ტარტის ძირი.
საფეხური 5
სანამ ტარტის ცომი ცხვება, 5 კვერცხის ცილისგან და 5 ს.კ შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ ბეზე. გამომცხვარ და გაგრილებულ ტარტის ძირს დავადოთ ატმის მასა, ზედ გადავუსვათ ბეზე და შევდგათ ღუმელში იქამდე, სანამ ბეზე არ მიიღებს სასიამოვნო ოქროსფერ შეფერილობას.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!