Search
ან
გაღვივებული ხორბლის სალათი
0 - 30 წუთი
ადვილი
მსუბუქი
0-200 კკალ

პროფესიით ადვოკატი ვარ. 3 შვილი მყავს. Ჩემთვის დრო ყოველთვის ძვირფასი იყო და 17 წლიდან ვეძებდი გამოსავალს, როგორ შემეთავსებინა დიასახლისობა და კარიერული საქმიანობა. 
პანდემიის დროს შექმნილმა დისკომფორტმა გაამძაფრა ჩემი სურვილი საკუთარი სივრცე და დრო მაშინაც შემექმნა, როცა ოჯახის ყველა წევრი #დავრჩითსახლში )) 
მარტივად რომ ვთქვა, უბრალოდ მინდოდა კარგად მეგრძნო თავი და არჩევანი გავაკეთე ჯანსაღი ცხოვრების წესი გამხდარიყო ჩემი ყოველდღიურობა, რომელიც პირველ რიგში ფიზიკურ აქტივობასა და სწორ კვებასთანაა დაკავშირებული. 
ერთი სული მქონდა ყველას დაეძინა, რომ 1 საათი მაინც მომესწრო იოგას ვარჯიში, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საკვებს ამხელა გავლენა ექნებოდა არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც, რომ საკვების გადამუშავებაში დახარჯული ენერგია შემეძლო სხვა უფრო საინტერესო აქტივობებში გამომემეყენებინა, რომ საკვები უჯრედოვან დონეზე ჩემი ნაწილი ხდება, რომ საკვები ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას, რომ საკვებს შეუძლია როგორც აგვავსოს ენერგიით, ისე დაგვცალოს (გააჩნია რას ვჭამთ) და რომ #შენისხარრასაცჭამ.
ჰოდა, დავაფუძნე კაფე “სხივი”, ჩემთვის უძვირფასეს ადამიანთან, მარიამ გოგიტიძესთან ერთად, სადაც იქმნება ამ დედამიწაზე ყველაზე კეთილი, ბუნებრივი, ახალაღმოცენებული, გაღვივებული, თერმულად დაუმუშავებული, ცოცხალი პროდუქტებისგან დამზადებული საავტორო კერძები, მარილის, შაქარის, საფუარის ან სხვა ქიმიური დანამატის გარეშე.
100 %-იანი უმმჭამელი ვარ, 4 საათი მძინავს, თავს ვგრძნობ ზუსტად ისე ენერგიულად, როგორც 17 წლის ასაკში, იცით რას ვგულისმხობ? ის ენთუზიაზმი, მონდომება, მიზანდასახულობა, პროდუქტიულობა და “რამის” კეთების სურვილი ისევ 10 წლის წინანდელი დამიბრუნდა, დამირეგულირდა წონა, მომიწესრიგდა საჭმლის მომნელებელი სისტემა, გადამიკრიალდა სახის კანი, შემიმცირდა თმის ცვენა, აღარ მაქვს ტკივილები მათ შორის პმს და ციკლის პერიოდის. რაც ცოცხალ საკვებზე ვარ, არანაირი ფორმით არ მიმიღია წამალი, გრიპი და გაციება  უბრალოდ გაქრა და სხვა იმდენი საინტერესო რამ მოხდა, რომ დიდი  ცნობისმოყვარეობით ვაგრძელებ ამ თავგადასავალში მოგზაურობას, რასაც  raw food -ერობა ჰქვია.

გასხივოსნდით,
მიყვარხართ
სალომე
 

ინგრედიენტები
200 200 გრ. აისბერგის ფოთოლი
120 120 გრ. ჩერი პომიდორი
70 70 გრ. გაღვივებული ხორბალი
100 100 გრ. ფინიკი
100 100 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო
100 100 გრ. რუკოლა
70 70 გრ. ნუში
50 50 მლ. ზეითუნის ზეთი
70 70 გრ. ლაიმი
საფეხური 1
ხორბლის გაღვივების ტექნოლოგია: თავდაპირველად, ხორბლის თესლი აუცილებელია რამდენჯერმე ცივი წყლით კარგად გაირეცხოს, შემდეგ ჩაიყაროს წყალში, რომელშიც 5-7 წვეთი წყალბადის 3%-ნი ზეჟანგია ჩაწვეთებული და კარგად ამოირეცხოს კიდევ ერთხელ. ამის შედეგად მოკვდება ხორბლის ქერქზე არსებული სოკო თუ ბაქტერია და ვირუსი. შემდეგ უნდა გადაიწუროს ზეჟანგიანი წყალი და ხორბალი განთავსდეს ნებისმიერ შუშის ჭურჭელში, დაესხას ოთახის ტემპერატურის წყალი და 10 საათის განმავლობაში დაიდგას სითბოში, 22-25 გრადუსში.
საფეხური 2
საშუალოდ, 10 საათის შემდეგ, როგორც კი წამონაზარდები გახდება 2-3 მილიმეტრის, ხორბალი მზადაა. სწორედ ამ დროსაა ის მაქსიმალურად სასარგებლო. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, გაღივების პროცესი უფრო სწრაფად ხდება, ხოლო შესანელებლად იდგმება მაცივარში.
საფეხური 3
მომზადების წესი: აისბერგს ვჭრით წვრილ ჟულიენებად. Რუკოლას ვაქუცმაცებთ ხელით. ჩერი პომიდორი გავჭრად 4-ად. ფინიკი დავჭრათ სველი დანით, რომ განცალკევდეს და არ იყოს ერთიანი მასა.
საფეხური 4
ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ ღეროს გარეშე წვრილად, ისე რომ ხელით დაშლა გახდეს შესაძლებელი. ნუში გავჭრათ სამ ნაწილად, დადავამატოთ გაღვივებული ხორბალი. ყველა ინგრედიენტს ვათავსებთ ერთ თასში, ვურევთ და ვამატებთ ლაიმის წვენს და ზეითუნის ზეთს.

სერვირება

სალათი მზადაა, შეგვიძლია მივირთვათ და გავსხივოსნდეთ.

მსგავსი რეცეპტები