“პროფესიული განათლება მივიღე კულინარიის აკადემიაში. უკვე 5 წელია ამ სფეროში ვარ. მიყვარს ჩემი საქმე, ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და ეს ძალიან მაბედნიერებს. მაქვს დაფუძნებული კომპანია “Tsomi” და მაქვს ჩემი საავტორო რესტორანი “Chef Saradjeff”. Ამ სივრცეში ვცდილობ ქართული კერძების პოპულარიზაციას. ჩემი ინტერპრეტაციით და ხედვით, მსოფლიო კულინარიის ტენდენციების გათვალისწინებით, მინდა მოვარგო როგორც ტრადიციული კერძების მოყვარულებს, ასევე ტურისტებს.
ჩემთან მოსულ სტუმარს ხვდება თბილი გარემო, ჩემი ოჯახის ისტორია და მოგზაურობა დროში, ბავშვობის გემოები და ასევე ჩემი ვენახის ღვინო.
სტუმრების გემრიელად გამასპინძლება ჩემი ჰობია!” - ნიკოლოზ სარაჯევი
500
500
გრ.
უმაღლესი ხარისხის ფქვილი
250
250
მლ.
წყალი
25
25
მლ.
ზეთი ან კარაქი
12
12
გრ.
მარილი
2.5
2.5
გრ.
საფუარი მშრალი
2.5
2.5
გრ.
შაქარი
500
500
გრ.
ლობიო
200
200
გრ.
რაჭული ლორი
1
1
პომიდორი
1
1
თავი
ხახვი
1
1
კბილი
ნიორი
20
20
მლ.
ზეთი
5
5
გრ.
ქინძი
1
1
მწიკვი
ქონდარი
1
1
მწიკვი
წიწაკა დაღერღილი
150
150
გრ.
ჯონჯოლი
5
5
მლ.
არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი
10
10
გრ.
კოწახური მშრალი
5
5
გრ.
ოხრახუში
ცომის მომზადება: ნაწილი წყალი 50-100 მლ გავათბოთ და გავურიოთ საფუარი და შაქარი. რამდენიმე წუთში საფუარი რომ აქაფდება მოვზილოთ ცომი, დანარჩენი იგრედიენტების დამატებით (ცოტა ზეთი ან მდნარი კარაქი მოვიტოვოთ ცომის გუნდების ამოსაყვანად).
ცომის დიდი გუნდა გავაჩეროთ თბილ ადგილას და დაველოდოთ აფუებას (დაახლოებით 1-2 საათით) შემდეგ გავყოთ 3 ნაწილად - დავაგუნდაოთ და კვლავ დაველოდოთ აფუებას 1-2 საათი (ცომი ყოველთვის თავდახულ მდგომარეობაში უნდა იყოს რომ არ გამოშრეს). შემდეგ გავაბრტყელოთ ხელის გულის ქვედა ნაწილით ისე რომ თხლად, თანაბრად გაიშალოს ცომი (ეს ძალიან მნიშვნელოვანია) და ამავდროულად ნაპირებში 1 სმ -დე არ შევეხოთ რადგან ნაპირები დარჩეს რბილი და სქელი.
გავახუროთ ღუმელი 300 -350 გრადუსზე (სახლის პირობებში გაზის ღუმელი იძლევა მაღალ ტემპერატურას, შენიშვნა: დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ცომი გამოშრება).
შევუშვათ გამოსაცხობად 5-8 წუთი. (ცხობამდე და ცხობის პროცესშიც ჩანგლით დავჩხვლიტოთ რომ არ გაიბეროს და დარჩეს სწორი ზედაპირი).
მოვხარშოთ ლობიო, ცალკე ზეთში შევბრაწოთ რაჭული ლორი, გადმოვიღოთ ცალკე ჯამში და დავასხათ მდუღარე წყალი (ლორი გახდება რბილი და სიმლაშეც განეიტრალდება).
ლორის ცხიმში მოვშუშოთ ნიორი, შემდეგ ხახვი. რომ მომზადდება დავამატოთ კანგაცლილი, დაჭყლეტილი პომიდორი და ცოტა ხნის შემდეგ შევურიოთ ლობიო, შევაზავოთ სხვა იგრედიენტებით. (ლობიო უნდა იყოს ნახევრად ამოლესილი).
მომზადების ბოლო ეტაპი
გავახუროთ ღუმელი. მომზადებულ ცომს წავუსვათ თხლად ლობიო და შევუშვათ ღუმელში
5 წუთი ან სასურველ სიხრაშუნემდე. დავჭრათ და გადავიტანოთ თეფზე, მოვაყაროთ ჯონჯოლი, არარაფინირებულ ზეთში არეული, მოვაყაროთ ლორი, კოწახური და ოხრახუში.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი