Search
ან
სოიოს ტოფუ ბოსტნეულით
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
201-500 კკალ

“კულინარია ჩემთვის ბავშვობიდან პოზიტივის და ყველანაირი დადებითი ენერგიის მომტანი იყო. მოვდივარ უაღრესად ტრადიციული, ქართული სამზარეულოს მოყვარული ოჯახიდან. პატარაობიდანვე ვცდილობდი ჩემი ნაწილი ჩამექსოვა ტრადიციულში, მურაბების არატრადიციული გზით მომზადებაც სწორედ ბავშვობის ამ სურვილის გამოძახილი იყო და აქედან დაიწყო “არომატი”-ს შექმნის თავგადასავალი. არ დამიმთავრებია არც ერთი კულინარიული სკოლა, არასდროს გამივლია კურსები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ალბათ ამას უყურებს როგორც ბარიერს, ჩემი სამზარეულო ამ ყველაფერმა ულიმიტო გახადა. თავისუფალი ვარ ყველა იარლიყისგან და ყოველთვის მაქსიმალურ გასაქანს ვაძლევ ჩემს ფანტაზიას. 22 წელია ვეგეტარიანელი ვარ, მაგრამ არც ეს არის წინაღობა, ჩემთვის ეს ცხოვრების წესი, ვარჯიშთან ერთად ენერგიის წყაროა და იმდენად ბუნებრივი, რომ სხვაგვარად აღარც წარმომიდგენია ჩემი რუტინა. ვფიქრობ, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღეს და ზუსტად ეს არის ჩემი მიზანი.” - ნინო თვალავაძე
 

ინგრედიენტები
500 500 გრ. სოიოს ტოფუ
150 150 გრ. შავი ლობიო მოხარშული
150 150 გრ. ბრიუსელის კომბოსტო
10 10 გრ. მწვანე ხახვი
10 10 გრ. პრასი
10 10 გრ. რუკოლა
20 20 გრ. მიწის თხილი
20 20 გრ. ქეშიუ
25 25 გრ. სეზამის ან ზეითუნის ზეთი
50 50 გრ. სიმინდის სახამებელი
30 30 გრ. წიწაკის მურაბა “არომატი”
3 3 ცალი ხმელი წიწაკა დაუფქვავი
3 3 ცალი დაფნის ფოთოლი
5 5 გრ. შავი და ვარდისფერი წიწაკის მარცვლები
5 5 გრ. მდოგვის მარცვალი
100 100 გრ. სოიოს სოუსი
5 5 გრ. ბრინჯის ძმარი
200 200 გრ. ქინოა
საფეხური 1
ლობიოს ვალბობთ წინასწარ 6 საათით, შემდეგ ვხარშავთ მზადყოფნამდე.
საფეხური 2
ქინოას ვხარშავთ 1:2 პროპორციით წყალთან 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. ვასუფთავებთ ბრიუსელის კომბოსტოს და ვჭრით ორ ნაწილად.
საფეხური 3
ტოფუს ვჭრით, ვათავსებთ სამზარეულოს ხელსახოცზე სიმძიმის ქვეშ დაახლოებით 30 წუთი, ვაძლევთ სასურველ ფორმას, ვამარინადებთ 2 წუთი სოიოს და წიწაკის მურაბის ნაზავში.
საფეხური 4
ვავლებთ სახამებელში და ვათავსებთ ბრიუსელის კომბოსტოსთან ერთად წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე 20 წუთი.
საფეხური 5
პრასს და მწვანე ხახვს ვჭრით მოგრძო ნაჭრებად. ვაცხელებთ ზეთს მაღალ ცეცხლზე, ვამატებთ ყველა ჩამოთვლილ მშრალ სანელებელს.
საფეხური 6
ვაწყობთ უკვე ღუმელიდან გამოღებულ ტოფუს და ვწვავთ ორივე მხრიდან. ვასხამთ სოიოს და წიწაკის მურაბის ნაზავს, შავ ლობიოს და თხილეულს. Მიგვყავს კარამელიზაციამდე.

სერვირება

ვიწყებთ სერვირებას: ქინოას, რუკოლას, ბრიუსელის კომბოსტოს და ტოფუს მოვათავსებთ თეფშზე, ვაყრით თეთრი სეზამის მარცვლებს.