Search
ან
ყველის ხინკალი გაწურული მაწვნით და ისპანახის სოუსით
60+ წუთი
რთული
მძიმე
500+ კკალ

“პროფესიული განათლება მივიღე კულინარიის აკადემიაში. უკვე 5 წელია ამ სფეროში ვარ. მიყვარს ჩემი საქმე, ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და ეს ძალიან მაბედნიერებს. მაქვს დაფუძნებული კომპანია “Tsomi” და მაქვს ჩემი საავტორო რესტორანი “Chef Saradjeff”. ამ სივრცეში ვცდილობ ქართული კერძების პოპულარიზაციას. ჩემი ინტერპრეტაციით და ხედვით, მსოფლიო კულინარიის ტენდენციების გათვალისწინებით, მინდა მოვარგო როგორც ტრადიციული კერძების მოყვარულებს, ასევე ტურისტებს.   
ჩემთან მოსულ სტუმარს ხვდება თბილი გარემო, ჩემი ოჯახის ისტორია და მოგზაურობა დროში, ბავშვობის გემოები და ასევე ჩემი ვენახის ღვინო. 
სტუმრების გემრიელად გამასპინძლება ჩემი ჰობია!” - ნიკოლოზ სარაჯევი 
 

ინგრედიენტები
500 500 გრ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი
200 200 მლ. წყალი
10 10 გრ. მარილი
400 400 გრ. ყველი იმერული
100 100 გრ. ყველი სულგუნი
200 200 გრ. ნადუღი
1 1 ისპანახის კონა
50 50 გრ. ნიგოზი
30 30 მლ. არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი
2 2 ოხრახუშის ღერო
2 2 ჭარხლის ფოთლის ღერო
1 1 პიტნის ღერო
1 1 კბილი ნიორი
1 1 მწიკვი წიწაკა მწვანე
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი შაქარი
1500 1500 მლ. მაწონი
საფეხური 1
ცომი - კარგად მოვზილოთ ცომი. უნდა გამოვიდეს მკვრივი გუნდა, დავასვენოთ პლუს მაცივარში რამდენიმე საათი. შემდეგ გავაბრტყელოთ სქლად და დავყოთ ნაჭრებად, რომლებსაც შემდეგ თხლად ვაბრტყელებთ, უნდა მივიღოთ 7 სმ დიამეტრის ფირფიტები. გულსართის მოსამზადებლად აურიეთ გახეხილი იმერული ყველი, სულგუნი და ნადუღი.
საფეხური 2
სოუსის მოსამზადებლად დააბლენდერეთ ისპანახი, ნიგოზი, ზეთი, ოხრახუში, ჭარხლის ფოთოლი, პიტნა, ნიორი, მწვანე წიწაკა, მარილი და შაქარი, ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. აღნიშნული სოუსი კარგად შეეფერება სხვადასხვა ხორცის კერძებსაც. სეზონის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ რეჰანი და ტარხუნა. (შენიშვნა: ქინძის არც ერთი ღეროს დამატება არ იფიქროთ, წაიყვანს თავისებურ გემოზე) გირჩევდით თავად მოამზადოთ გაწურული მაწონი - მოათავსეთ მაწონი ნაჭრის ტომარაში და ჩამოკიდეთ დასაწურად 12 საათით. (ბევრად გემრიელი გამოდის, ვიდრე მზა გაწურული მაწონი), მიიღებთ სქელ მასას, 1 ქილა გაწურულ მაწონს.
საფეხური 3
მოვახვიოთ ხინკლები ყველის და ნადუღის შიგთავსით და კარგად შევუკრათ კუჭი რომ ხარშვისას არ გაიხსნას (ეცადეთ არ დაუტოვოთ დიდი კუჭი, რომ შეძლოთ კუჭიანად მიირთვათ). არ შეგეშინდეთ მცირე ზომის ხინკლის მოხვევის, ეს დიდ ხინკალზე მარტივია! ხარშვის დრო დამოკიდებულია ცომის სიმკვრივეზე, თხელი ცომისთვის 3-4 წუთი დუღილი საკმარისია (დიდხანს ხარშვა იწვევს ცომის დაშლას). ვხარშავთ მარილწყალში.

სერვირება

სერვირება - თეფშს თხლად გადაუსვით გაწურული მაწონი, გვერდით მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი სოუსი და დაალაგეთ მოხარშული ხინკლები. შეგერგოთ!