“ჯერ კიდევ ბევრის სწავლა მჭირდება”… ერთ მშვენიერ დღეს ასეთი ფიქრებისგან ბოლომდე გავთავისუფლდი და იმ საქმის კეთება დავიწყე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და მაბედნიერებს. მას შემდეგ არც ერთი დღე არ გავჩერებულვარ. იმდენად დიდი იყო სურვილი, რომ ჩემთვის ყველა დაბადების დღე ჩვეულებრივი საბაბი ხდებოდა იმისა, რომ რაღაც შემექმნა. ყოველდღიური შრომა, სწავლა და განვითარება, მონდომება და სურვილი, განუწყვეტელ რეჟიმში ოცნება იმაზე, რომ "ლაიმი" გახდებოდა ადგილი, სადაც სპეციალურად საყვარელი გემოსთვის მოვიდოდნენ ადამიანები, ამიხდა. წარმოიდგინეთ რა მაგარია, როცა ქმნი გემოს, რომელიც ადამიანებს უყვარდებათ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უდიდეს მოტივაციას მაძლევს და უამრავი ახალი იდეით ვივსები.” - ქრისტინე ბუბუნაშვილი
1
1
მოზრდილი გოგრა
600
600
გრ.
ბრინჯი (ბასმათი)
200
200
გრ.
შაქარი
100
100
გრ.
კარაქი
200
200
გრ.
გარგრის ჩირი
100
100
გრ.
ქლიავის ჩირი
200
200
გრ.
ქიშმიში
50
50
გრ.
თხილი კეშიუ
50
50
გრ.
ფისტა
1/2
1/2
ჩაის კოვზი
ვანილი
1/2
1/2
ჩაის კოვზი
მარილი
გოგრას მოვაჭრათ თავი და ამოვასუფთავოთ.
მოზრდილ ქვაბში ჩავასხათ ნახევარი ლიტრი წყალი, ჩავდოთ საწური და დავადოთ ამოტრიალებული გასუფთავებული გოგრა თავისივე თავსახურით, დავაყოვნოთ ორთქლის აბაზანაზე 20-30 წუთს ან სანამ ოდნავ არ შერბილდება.
გადმოვიღოთ და გავაცივოთ.
მოვამზადოთ ბრინჯი - ავადუღოთ 1,5 ლიტრი წყალი, ჩავყაროთ მწიკვი მარილი და 600 გ გარეცხილი ბრინჯი. დავახუროთ თავზე და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 15 წთ, გადმოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ვიცი წყალი.
ცხელ ტაფაზე გავადნოთ 100 გ კარაქი და ჩავაყაროთ შუაზე გაჭრილი გაგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ქიშმიში, კეშიუ, ფისტა. მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 5-10 წუთი.
დავაყაროთ შაქარი, ვანილი, მარილი და ბოლოს მოხარშული ბრინჯი.
აწყობა - წინასწარ მომზადებულ გოგრაში, რომელიც უკვე გაგრილდა, ჩავყაროთ შენელებული ბრინჯი, კარგად გავავსოთ, დავახუროთ თავზე თავისივე თავსახური და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 150 გრადუსზე 30-40 წუთით.
სერვირება
გამოვიღოთ და მივირთვათ.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი