Search
ან
ტენილი ყველის და მანდარინის სალათი ჭვიშტარით
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ

“კულინარიით დავინტერესდი 16 წლის ასაკიდან, მალევე გადავწყვიტე ამ კუთხით მიმეღო პროფესიული განათლება და ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში. დიპლომის აღებისთანავე გავემგზავრე თურქეთში პრაქტიკის გასავლელად. 
პირველი მნიშვნელოვანი სამსახური იყო რესტორანი “ზალა”, სადაც გახსნის დღიდან 2 წლის განმავლობაში ვიყავი შეფ-მზარეული. შემდეგ იყო პრაქტიკა ესპანეთში და მასტერშეფი, რომელიც რეალურად უდიდესი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის - შეფებთან ურთიერთობა და მათი უკუკავშირი ძალიან დამეხმარა წინსვლაში. ფინალში გასვლამ მართლაც დიდი ბიძგი მომცა კარიერაში. ამ შოუს შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. გავხსენი ბურგერის რესტორანი “ბურგერბოსი”, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. რატომ ბურგერი? - ვთვლი, რომ კარგად ვიცი ეს საქმე, სხვა დანარჩენთან ერთად და თან მინდა ქალაქში საუკეთესო ბურგერი შევთავაზო ჩემს სტუმრებს. უახლოესი გეგმები უკავშირდება ქართულ სამზარეულოს და ფიუჟენს, რაც ჩემი საყვარელი თემაა. არ გამოვრიცხავ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას ცოდნის და ტექნიკის კიდევ უფრო გასაღრმავებლად” - გაგა ვარდანიძე 
 

ინგრედიენტები
10 10 გრ. ისპანახი
10 10 გრ. წითელი ფხალი
10 10 გრ. ბოკჩო
10 10 გრ. ბარდის მიკრო მწვანილი
10 10 გრ. წითელი რომანო
60 60 გრ. მანდარინი
10 10 გრ. ქინძი
5 5 გრ. ნიორი
100 100 გრ. ტენილი ყველი
15 15 მლ. ბროწეულის წვენი
15 15 მლ. ზეითუნის ზეთი
4 4 გრ. შაქარი
20 20 გრ. ნიგოზი
30 30 გრ. ლიმონი
30 30 მლ. ბორჯომი
50 50 გრ. სიმინდის ფქვილი
საფეხური 1
სიმინდის ფქვილს დავუმატოთ დაჭრილი ტენილი ყველი და ბორჯომი, მოვზილოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჭვიშტარის ნატეხები შევწვათ ზეთში 180 გრადუსზე.
საფეხური 2
მანდარინის მარინადის მოსამზადებლად 60 გ მანდარინი, 5 გ ნიორი და 10 გ დაჭრილი ქინძი მოვათავსოთ ჯამში, დავამარინადოთ 10 წუთი.
საფეხური 3
სოუსის მოსამზადებლად ავურიოთ ლიმონის და ბროწეულის წვენი, დავუმატოთ შაქარი და ზეითუნის ზეთი.
საფეხური 4
სალათის ფურცლები მოვათავსოთ ჯამში, მოვასხათ სოუსი, კარგად ამოვურიოთ, დავუმატოთ მოხალული ნიგვზის ნატეხები.

სერვირება

მოვათავსოთ თეფშზე სალათის ფოთლები, დავუმატოთ ტენილი ყველი, მოვაყაროთ ჭვიშტარი და ბროწეულის მარცვლები.