ცნობილი იტალიელი შეფი ენცო ნერი შეუერთდა “Mercure Tbilisi Old Town”- ის გუნდს 2020 წლის მარტიდან - “კულინარიულ ინდუსტრიაში 19 წელია ვმუშაობ, ამ სფეროში სხვადასხვა დროს მეკავა მოწინავე პოზიციები, როგორც შეფ-მზარეულს, კონსულტანტსა და მენეჯერს. კულინარია, მომზადება, გამასპინძლება, გაზიარება, ექსპერიმენტები ჩემი ვნებაა. ეს ისაა, რაც სტიმულს მაძლევს ვიყო საუკეთესო შეფი და ლიდერი, ასევე შთავაგონო ადამიანები ჩემ გარშემო.
შთაგონებას ბევრი რამ მაძლევს - კულტურა, მუსიკა, ისტორია, ხელოვნება, ყოველდღიურობა და თავად ადამიანები. კერძის მომზადება სკულპტურის ან ნახატის შექმნასავითაა, შენ თამაშობ ფერებით, ფორმებით და ამავე დროს უმატებ გემოებს. როდესაც ხინკლის ექსპერიმენტს ვაკეთებდი, თავდაპირველად შევისწავლე ხინკლის ტრადიციული რეცეპტი და გადავწყვიტე მისი ტკბილი ვერსიის მომზადება. გამოვიყენე ადგილობრივი პროდუქტი - ნადუღი და ნიგოზი. ცომში დავამატე კაკაო. რადგან შოკოლადის ხინკალს წვენი არ აქვს, მისი სერვირება ინგლისური კრემის თანხლებითაა რეკომენდებული, რომელსაც მსუბუქი ციტრუსის არომატი აქვს”
550
550
გრ.
ფქვილი
80
80
გრ.
კაკაო
1
1
კვერცხი
350
350
მლ.
თბილი წყალი
500
500
გრ.
ნადუღი
100
100
მლ.
ნაღები
80
80
გრ.
შაქრის პუდრი
1
1
ჩაის კოვზი
ქიშმიში
120
120
გრ.
შავი შოკოლადი
1
1
ფორთოხლის ცუკატები
80
80
გრ.
ნიგოზი
135
135
გრ.
შაქარი
4
4
კვერცხის გული
500
500
მლ.
რძე
ცომის მოსამზადებლად მოათავსეთ ფქვილი და კაკაო ჯამში, აურიეთ და გაუკეთეთ ჩაღრმავება, ჩაასხით კვერცხი და წყალი. მოურიეთ და მოზილეთ ცომი. გაყავით ცომი 2 თანაბარ ნაწილად. კარგად დაამუშავეთ თითოეული ნაწილი, სანამ არ მიიღებთ მყარ, ელასტიკურ ცომს.
გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე ცომის საბრტყელებლის დახმარებით. ამოჭერით დაახლოებით 6 სმ დიამეტრის რგოლები და კიდევ გააბრტყელეთ. ამ რაოდენობის ცომით გამოგივათ დაახლოებით 20 ცალი ხინკალი.
გულსართის მოსამზადებლად ჯამში აურიეთ ნადუღი, ნაღები, შაქრის პუდრი, ქიშმიში, შოკოლადის მარცვლები, დაჭრილი ნიგოზი და ფორთოხლის ცუკატები.
გაბრტყელებულ ცომზე მოათავსეთ 1 სავსე ჩაის კოვზი გულსართი, მოუკარით კიდეები და მოახვიეთ როგორც ხინკალი. მოხარშეთ 3 - 4 წუთი ადუღებულ, მარილიან წყალში.
ინგლისური კრემის მოსამზადებლად ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცხის გული და 135 გ შაქარი. პარალელურად ქვაბით აადუღეთ რძე ფორთოხლის და ლიმონის კანთან ერთად. ამოიღეთ ციტრუსის კანი. ადუღებული რძე დაასხით კვერცხიან მასას, კარგად აურიეთ და დააბრუნეთ ქვაბში მოსახარშად. ურიეთ განუწყვეტლივ, მიიყვანეთ ადუღებამდე ან 85 გრადუსამდე. მიღებული კრემი გადაიტანეთ სუფთა ჯამში და გააგრილეთ.
სერვირება
ჯამის ⅓ შეავსეთ კრემით, ჩააწყვეთ ხინკალი, მორთეთ პიტნის ფოთლებით და ფორთოხლის ცუკატებით, მოაყარეთ შაქრის პუდრი სურვილისამებრ.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი