დაჭერით ხორცი საშუალო ზომის კუბებად, სასურველია რბილ ნაჭრებს ძვლიანიც შეურიოთ, ასე ჩაქაფულის წვნიანი უფრო გემრიელი გამოვა.
საფეხური 2
მწვანილი გარეცხეთ, შეაშრეთ და დაჭერით ნიორთან და წიწაკასთან ერთად, ყველაფერი აურიეთ ჯამში. ტარხუნის ფოთლები და უხეში ღერო გააცალკევეთ, გამოიყენეთ მხოლოდ ფოთლები.
საფეხური 3
ქვაბში ჩაალაგეთ ხორცი და მწვანილი ფენებად, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ტყემალი. დაასხით ღვინო და შემოდგით ცეცხლზე. ხარშეთ თავდახურულ ქვაბში დაბალ ცეცხლზე 30-40 წუთი ან ხორცის მზადყოფნამდე.