Search
ან
ფუგასი - პროვანსული პური
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე
ინგრედიენტები
250 250 გრ. ფქვილი
5 5 გრ. მშრალი საფუარი
5 5 გრ. ზღვის მარილი
150 150 მლ. თბილი წყალი
5 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 1 ცალი ხახვი
5 5 გრ. როზმარინი
საფეხური 1
ჯამში აურიეთ ფქვილი, საფუარი და მარილი, ფქვილში გააკეთეთ ღრმული, ჩაასხით წყალი და 2 ს.კ ზეთი. მოზილეთ ცომი. ცომის გუნდა უნდა გახდეს ელასტიკური და ხელზე არ უნდა გეკრობოდეთ, დაასხით 1 ს კ ზეთი, კარგად გადაანაწილეთ მთელ ზედაპირზე, დააფარეთ ნაჭერი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1-2 საათი.
საფეხური 2
ხახვი დაჭერით წვრილად და შეაწითლეთ 1 ს.კ ზეთში, დაუმატეთ 2 გრ როზმარინი. აფუებული ცომი გააბრტყელეთ ხელით, დაიხმარეთ ფქვილი, ჩადეთ გულში მოთუშული ხახვი და კარგად გადაზილეთ. მიეცით ოვალური ფორმა, იმუშავეთ თითებით, საბრტყელებელს ნუ გამოიყენებთ.
საფეხური 3
ცომი გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელსაც წინასწარ მოაყრით ფქვილს ან დააფენთ საცხობ ქაღალდს. გადააფარეთ ნაჭერი და დატოვეთ 20-30 წუთით.
საფეხური 4
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ცომს დაასხით 1 ს.კ ზეთი და თითებით ჩაჭყლიტეთ ალაგ-ალაგ, მოაყარეთ ზღვის მარილი და როზმარინი, შეგიძლიათ ჩაჭრათ დანით და მისცეთ სასურველი ფორმა. გამოაცხვეთ 20-30 წუთი.

სერვირება

მიირთვით თბილი.

თეგები