Search
ან
ქათმის სალათი ფოთლების მიქსით ბაჟეს სოუსით და შებოლილი სულგუნით

ვარ 25 წლის და უკვე 7 წელია სამზარეულოში ვარ. პაპაჩემი იყო შეფ-მზარეული, თან მისი სახელი და გვარი მაქვს და ბავშვობიდან ყოველთვის მქონდა სურვილი მეც გავმხდარიყავი შეფ-მზარეული, რითიც დღეს ძალიან ვამაყობ. ამ ეტაპზე, ცნობილი ბრენდ შეფის მენიუს ვხელძღვანელობ და ვმართვ ოური გულიანის სამზარეულოს მთლიანად. სამომავლო გეგმები დიდია და ყოველი წელი მნიშვნელოვანია ჩემი კარიერისთვის. 

ინგრედიენტები
150 150 გრ. სალათის ფოთლების მიქსი
70 70 გრ. ფინიკი
30 30 გრ. ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა
100 100 გრ. ჩერი პომიდორი
50 50 მლ. ბაჟე
50 50 გრ. შებოლილი სულგუნი
2 2 ქათმის მკერდი
20 20 გრ. კახური ზეთი
30 30 გრ. ჯონჯოლი
15 15 გრ. ჯანჯაფილი
15 15 გრ. ნიორი
50 50 გრ. ზეთი
30 30 გრ. დიჟონის მდოგვი
საფეხური 1
ერთად შევურიოთ სალათის ფოთლები, ფინიკი, ფორთოხლის ან ლომინოს ცედრა, პომიდორი ჩერი, ბაჟე და შებოლილი სულგუნი
საფეხური 2
დავამარინადოთ ქათმის ფილე ჯანჯაფილში, ნიორში, ზეთში და მდოგვში. გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!

თეგები

ექსპერტის რჩევები