Search
ან
პელამიდა პრასის გარნირით
30-60 წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
1 1 პელამიდა
500 500 გრ. პრასი
100 100 მლ. ზეთი
2 2 კბილი ნიორი
20 20 გრ. ოხრახუში
1 1 სუფრის კოვზი გოგრის თესლი
1 1 ჩაის კოვზი შავი სეზამი
ბროწეულის მარცვლები მოსართავად
მარილი გემოვნებით
საფეხური 1
პალამუტის შეძენისას, სთოვეთ თევზის გასუფთავება. შემდგომ გარეცხეთ, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, დაამარილეთ ზომიერად და ზეთიან ტაფაზე შეწვით საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან.
საფეხური 2
პარალელურად, გარეცხეთ პრასი და მწვანილი, პრასი დაჭერით თხელ რგოლებად, ოხრახუში წვრილად. ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ პრასი, დაამატეთ გახეხილი ნიორი და დანაყული გოგრის თესლი. ბოლოს მოაყარეთ მარილი და სეზამის მარვლები.

სერვირება

გადაიღეთ გარნირი და თევზი სასურველ თეფშზე. გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით!