გავასუფთაოთ თევზი. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ერთ კბილ ნიორთან ერთად.
ჩავყაროთ ყვავილოვანი კომბოსტო ადუღებულ წყალში და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდგომ გადავიტანოთ პატარა ჯამში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. გავხსნათ თაფლი თბილ წყალში. გავფრცქვნათ ფორთოხალი, მოვათავსოთ ტაფაზე, მოვასხათ თაფლიანი წყალი და მოვახდინოთ ფორთოხლის კარამელიზირება. შევინახოთ ცოტაოდენი ცედრა გასაფორმებლად. დავჭრათ ყველი სასურველი ზომის ნაჭრებად.