Search
ან
გრანოლა
30-60 წუთი
ადვილი
0-200 კკალ

ზოგადად გრანოლა შვრიის დაპრესილი მარცვლებით მზადდება, მაგრამ ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ მრავალფეროვან, რამოდენიმე მარცვლისგან მომზადებულ გრანოლას. 

ინგრედიენტები
500 500 გრ. შვრიის ფანტელები
75 75 გრ. ნიგოზი
100 100 გრ. თხილი
50 50 გრ. გოგრის თესლი
75 75 გრ. მზესუმზირა
60 60 გრ. ცუკატები
80 80 გრ. ქიშმიში
100 100 გრ. თაფლი
200 200 მლ. ზეთი ან გამლღვარი კარაქი
50 50 მლ. კარამელის სიროფი
საფეხური 1
თაფლი და ზეთი ერთმანეთში ავურიოთ. ჯამში მოვათავსოთ ფანეტელები. დავუმატოთ ყველა სახის თხილეული და მზესუმზირა.
საფეხური 2
ეს ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ კარგად კოვზის საშუალებით, გავაბრტყელოთ საცხობ ლანგარზე და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 165 გრადუსზე 30 წუთით.
საფეხური 3
ცხობის დროს გადავურიოთ ხოლმე ერთმანეთში რომ ყველა მხრიდან თანაბრად მოიბრაწოს. მოვაყაროთ დაჭრილი ცუკატები და ქიშმიში. შევინახოთ ქილაში.

სერვირება

შეგიძლიათ მიირთვათ მაწონთან ან რძესთან ერთად. კარამელი მოასხით უშუალოდ მირთმევის წინ.