Search
ან
გებჟალია
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ

გებჟალია ძალიან პოპულარული კერძია ქართულ სამზარეულოში. მე მის გათანამედროვებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელიც ძალიან საინტერესო და გემრიელია.

ინგრედიენტები
700 700 გრ. სულგუნი
400 400 გრ. ნადუღი
Песто: Песто: პესტოს ინგრედიენტები:
100 100 გრ. შაშკვლავი
40 40 გრ. ოხრახუში
70 70 გრ. ნიგოზი
3 3 კბილი კბილი ნიორი
100 100 მლ. ზეითუნის ზეთი
немного немного ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
50 50 გრ. შებოლილი სულგუნი
Соус: Соус: სოუსის ინგრედიენტები:
200 200 მლ. არაჟანი
100 100 მლ. ნაღები
30 30 გრ. პიტნა
საფეხური 1
თავდაპირველად მოვამზადოთ „პესტო“. შაშკვლავი და ოხრახუში კარგად გავრეცხოთ, გამოვიყენოთ შაშკვლავის მხოლოდ ფოთლები. ოხრახუში დავჭრათ წვრილად, ასევე ნიგოზი, ნიორი, ზეითუნის ზეთის ნახევარი, ლიმონის წვენი და გახეხელი ყველი, ეს ყველაფერი უნდა მოვათავსოთ ბლენდერში და ერთიან მასად გადავაქციოთ . მარილი დავუმატოთ გემოვნებით და ზეთი იმ შემთხვევაში თუ მასა ძალიან სქელი გამოვა. მიღებული პესტო და ნადუღი გადავურიოთ ერთმანეთს. (პესტოს ძალიან მძაფრი და სპეციფიური გემო აქვს, ამიტომ ნადუღთან გადარევისას, დააგემოვნეთ და ეტაპობრივად ამატეთ). დარჩენილი პესტო მოვათავსოთ მინის ჭურჭელში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, დავაფარეთ თავზე. მაცივარში შენახვის შემთხვევაში მისი გამოყენება შეგიძლიათ 3 დღის განმავლობაში.
საფეხური 2
სოუსისათვის, არაჟანი, და ნაღები გადავურიოთ ერთმანეთს. პიტნა კარგად დავრეცხოთ, დავჭრათ წვრილად ფოთლები და დავუმატოთ არაჟანსა და ნაღებს. დავუმატოთ ცოტა მარილი. შეინახეთ მაცივარში. გებჟალიის მომზადებისსას ერთ-ერთი ნიშვნელოვანი ნაწილი ყველის სწორად შერჩევაა, ზოგადად ძალიან კარგია, იმერული ახლადამოყვანილი ყველი, მაგრამ ამ შემთხვევაში, გამოვიყენებთ ახალ სულგუნს, ძალიან რბილს, ნაკლებად მარილიანს, რძე უნდა გასდიოდეს, არ უნდა ჰქონდეს სულგუნს ზედმეტად ყვითელი შეფერილობა და მძაფრი რძის სუნი.
საფეხური 3
დავდგათ საშუალო ზომის ქვაბი და ჩავასხათ წყალი ნახევრამდე, საშუალო ცეცხლზე. წყალი რომ გაცხელდება (ადუღებამდე) ჩავდოთ სულგუნის ნაჭრები და ცეცხლს დავუწიოთ. ნელ-ნელა სულგუნი დაიწყებს დნობას, გადავზილოთ წყალშივე ხის ჯოხით, ყველი რომ ერთ მასად შეიკვრება ამოვიღოთ წყლიან ხის დაფაზე და გადავზილოთ, შემდეგ გავაბრტყელოთ თხლად. წავუსვათ წინასწარ მომზადებული ნადუღის და პესტოს ნაზავი, გადავახვიოთ რულეტისებურად, გადავაფაროთ საკვები ცელოფანი და შევდგათ მაცივარში 20 წუთით.

სერვირება

დავჭრათ 1 სმ.-ის სისქის ნაჭრებად, დავაწყოთ თეფშზე და მოვასხათ სოუსი. გემრიელად მიირთვით!