Search
ან
ფხალის როლები
30-60 წუთი
ადვილი

ეს არ არის დამოუკიდებელი კერძი, სწრაფი კლასიკური ინგრედიენტების მიქსი უფროა, საინტერესო  გემოს მიღების მიზნით.  თანაც, სერვირებისთვის საინტერესო ხერხს გამოვიყენებთ, რომ კარგად ნაცნობი ცოტა უცნაური და უცხო გავხადოთ.

ინგრედიენტები
2 2 კგ. ისპანახი
200 200 გრ. შებოლილი სულგუნი
500 500 მლ. ზეთი
200 200 გრ. ნიგოზი
200 200 გრ. ნუში
500 500 გრ. ჭარხლის ფოთოლი
100 100 გრ. ტყემლის სოუსი
100 100 გრ. სუმაქი
600 600 გრ. ბადრიჯანი
50 50 გრ. ფსტა
2 2 ხმელი ქინძი
2 2 უცხო სუნელი
1.5 1.5 ყვითელი ყვავილი
3 3 ძმარი
საფეხური 1
პირველ რიგში ვაკეთებთ ნიგვზიან გულსართს - ამისთვის, მდუღარე წყალში გავავლოთ ნიგოზი და ნუში, გავწუროთ და გავფცქვნათ. გავატაროთ ნუში და ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ან ჩოფერში, შემდეგ დავამაროთ 2 ჩაის კოვზი მშრალი ქინძი, 2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1.5 ჩაის კოვზი ყვითელ ყვავილი და გემოვნებით ცხარე წიწაკა. დავაბალანსოთ 2-3 ჩაის კოვზი ძმარით. შემდეგ გავწუროთ ნიგვზიანი და ნუშიანი მასა ხელებით და გამოვადინოთ ზედმეტი მცენარეული ზეთი (შეგიძლიათ შეინახოთ და შემდეგ ზემოდან მოასხათ კერძს). მასის დასარბილებლად დავამატოთ 3-4 სუფრის კოვზი წყალი, რომ მივიღოთ სქელი პასტა. დავამატოთ მარილი გემოვნებით და შევინახოთ მაცივარში.
საფეხური 2
პარალელურად ვაბლანშირებთ (2 წუთი მდუღარე წყალში და შემდეგ ეგრევე ვაცივებთ) ისპანახს და ჭარხლის ფოთოლს. ბლანშირებულ მასას ვწურავთ ზედმეტი წყალისგან და ვაბლენდერებთ 1 ½ კბილ ნიორთან და 2-3 სუფრის კოვზ ცხარე ტყემალთან ერთად. ვიღებთ სქელ პასტას. ვამატებთ მარილს გემოვნებით და ვინახავთ მაცივარში.
საფეხური 3
დავჭრათ ბადრიჯანი თხელ ნაჭრებად. ჩავდოთ ცივ მარილწყალში და დავაყოვნოთ 15 წუთით. ამოვიღოთ და შევწვათ მზესუმზირის ზეთში გაოქროსფრებამდე. დავხეხოთ სულგუნი. ასაწყობად, დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯანის სლაისები ის, როგორც სურათზეა ნაჭვენები და გულსართი შიგნით ჩააფინეთ. პრინციპი დაახლოებით ისეთივეა როგორც სუშის - ბრინჯის როლს ასრულებს თხილეულის პასტა, ხოლო გულსართის - ფხალი და ყველი.

სერვირება

გაფორმებისთვის შეგიძლიათ მოვასხხათ შესქელებული ბალზამიკო ან ნარშარაბი, მოვაყაროთ სუმაქი, სეზამის მარცვლების და დახეხილი ფსტა. დავჭრათ რგოლებად და ვისიამოვნოთ.