Search
ან
წიწიბურის ბლინები
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
1
0-200 კკალ
ინგრედიენტები
300 300 გრ. დაფქული წიწიბურა
300 300 გრ. დაფქული შვრია
5 5 კვერცხი
1 1 ლიტრი რძე
400 400 გრ. გაყინული ისპანახი
200 200 გრ. სულგუნი
1 1 მწიკვი პილპილი
100 100 მლ. ზეთი
საფეხური 1
ავთქვიფოთ 5 კვერცხი, დავამატოთ რძე, მარილი, პილპილი, შვრიის და წიწიბურის ფქვილი. კარგად მოვურიოთ, იმისთვის რომ მივიღოთ ე.წ. ბლინის ცომი.
საფეხური 2
გავაცხელოთ ისპანახი (გაყინული ისპანახი უკვე თერმულადაა დამუშავებული, ამიტომ მას დიდი დრო არ დასჭირდება მოსამზადებლად) მოვშუშოთ მაქსიმუმ 2 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ მარილი პილპილი და გახეხილი სულგუნი.
საფეხური 3
გამოვაცხოთ ბლინები. ფენა-ფენა დავადოთ ისპანახის გულსართი.

სერვირება

დავჭრათ ბლინები სასურველი ზომის ნაჭრებთან და სუფრასთან თბილ მდგომარეობაში მივიტანოთ.