Search
ან
ყაბაყის სალათი პიტნის სოუსით
30-60 წუთი
ადვილი
მსუბუქი
0-200 კკალ
ინგრედიენტები
500 500 გრ. ყაბაყი
100 100 გრ. გარგარი
70 70 გრ. შავი მოცვი
50 50 გრ. რუკოლა
6 6 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
3 3 ლიმონის წვენი
2 2 შაქარი
50 50 გრ. პიტნა
საფეხური 1
კარგად გავრეცხოთ და შევამშრალოთ ინგრედიენტები. თუ ყაბაყს ზედაპირი დაზიანებული აქვს - გავთალოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. მიღებული ნაჭრები კიდევ ერთხელ დავჭრათ თხელ ზოლებად და მოვათავსოთ ჯამში.
საფეხური 2
დავაბლენდეროთ ლიმონის წვენი, პიტნა და ზეითუნის ზეთი. მოვასხათ ყველაფერი ჯამში ჩადებულ ყაბაყს და გავაჩეროთ დაახლოებით 30 წუთი.
საფეხური 3
დავჭრათ გარგარი. დავდოთ თეფშზე ყაბაყი, დავულაგოთ ირგვლივ გარგარი, მოცვი და რუკოლა. მოვასხათ სალათს დარჩენილი სოუსი.

სერვირება

ყაბაყის სალათი იდეალური აპეტაიზერია ზაფხულის ცხელი დღეებისათვის. პიტნის გამაგრილებელი არომატი და ბორჯომი აუცილებლად დაგეხმარებათ ღირსეულად გაუმკლავდეთ მაღალ ტემპერატურას.