Search
ან
ზღვის ლეშა ქინძმარის სოუსით და ისპანახით
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე

საქართველოში უამრავი მდინარე, ტბა, წყალსაცავი და ამასთანავე საკმაოდ დიდი ზღვის სანაპირო ხაზია - თევზეულის მომზადების კულტურა კი მაინც არ გვაქვს. ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი,რომლის ოჯახსაც თევზეულის უამრავი რეცეპტი აქვს წინაპრებისგან შემორჩენილი. მინდა ვუთხრა ამ ადამიანს, რომ ის არის ათასში ერთი და განსაკუთრებული, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავები, თევზს საკმარის პატივს არ ვცემთ. ამიტომაც გადავწყვიტე პატივი ვცე თევზეულობას - დღეს მოვამზადებთ  შავი ზღვის ლეშას (იგივე შავი ზღვის კარჩხანა), რომელსაც გემრიელი თეთრი ხორცი და სასიამოვნო არომატი აქვს.

ინგრედიენტები
1 1 ლეშა
20 20 გრ. მწვანე ხახვი
1 1 მწიკვი ქინძი
20 20 მლ. ძმარი
15 15 წითელი წიწაკის კაკლები
1 1 მწიკვი დაღერღილი წითელი წიწაკა
1 1 კბილი ნიორი
15 15 გრ. შაქარი
1 1 ლიმონი
120 120 გრ. ისპანახი
15 15 გრ. ქიშმიში
15 15 მლ. არაყი
საფეხური 1
კერძის მომზადებას ვიწყებთ თევზის ფარფლებისგან გაწმენდით და ფილეების ამოჭრით. ლეშას ცოტა ფხა აქვს, თანაც ყველა დიდი ზომისაა, ამიტომ ამ თევზის დამუშავება საკმაოდ ადვილია.
საფეხური 2
ძმარს, არაყს, პილპილის კაკლებს, დაფნის ფოთოლს, გასრესილ ნიორს და ლიმონის ცედრას ვათავსებთ ერთ ჭურჭელში - ეს იქნება ჩვენი მარინადი. ქინძს ღეროები მოვაჭრათ (ფოთლები შევინახოთ) და ჩავყაროთ მარინადში, დავამატოთ 50 გრ შაქარი და 10გრ მარილი. მარინადი წამოვადუღოთ და გავაციოთ, რომ არომატები გაიხსნას და გაძლიერდეს.
საფეხური 3
გაციებულ მარინადში ჩავდოთ თევზის გასუფთავებული ფილეები და გავაჩეროთ 7-8 წუთით. მარინადის სიმჟავე შეამზადებს თევზს მსუბუქი შეწვისთვის.
საფეხური 4
თევზს მარინადიდან რომ ამოვიღებთ, იგივე მარინადი კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ, ისევ გავაციოთ, შემდეგ ჩავაჭრათ ქინძის ფოთლები, მწვანე ხახვი და ჩავყარით შიგნით ქიშმიშები. მიღებული მასა დავწუროთ საცერში, დავასხათ ტაფაზე და ავადუღოთ. დავამატოთ შაქარი და ვაქციოთ მსუბუქ სიროფად.
საფეხური 5
თევზი შევწვათ ტაფაზე, ცოტა ზეთში, 1 წუთი ერთ მხარეს, 1 წუთი მეორე მხარეს. ისპანახის მთლიან ფოთლებს მოვაყაროთ გადადებული ქინძი, ხახვი და ქიშმიში, მოვასხათ სიროფი და დავდოთ თეფშზე.

სერვირება

სერვირებისთვის ისპანახზე დავასვენოთ თევზის ფილეები და მივირთვათ.