• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ყველის ხინკალი გაწურული მაწვნით და ისპანახის სოუსით

“პროფესიული განათლება მივიღე კულინარიის აკადემიაში. უკვე 5 წელია ამ სფეროში ვარ. მიყვარს ჩემი საქმე, ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და ეს ძალიან მაბედნიერებს. მაქვს დაფუძნებული კომპანია “Tsomi” და მაქვს ჩემი საავტორო რესტორანი “Chef Saradjeff”. ამ სივრცეში ვცდილობ ქართული კერძების პოპულარიზაციას.
ჩემი ინტერპრეტაციით და ხედვით, მსოფლიო კულინარიის ტენდენციების გათვალისწინებით, მინდა მოვარგო როგორც ტრადიციული კერძების მოყვარულებს, ასევე ტურისტებს.   
ჩემთან მოსულ სტუმარს ხვდება თბილი გარემო, ჩემი ოჯახის ისტორია და მოგზაურობა დროში, ბავშვობის გემოები და ასევე ჩემი ვენახის ღვინო. 
სტუმრების გემრიელად გამასპინძლება ჩემი ჰობია!” - ნიკოლოზ სარაჯევი 
 

ყველის ხინკალი გაწურული მაწვნით და ისპანახის სოუსით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

რთული

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ნიკოლოზ  სარაჯევი

რეცეპტის ავტორი

ნიკოლოზ სარაჯევი

ყველის ხინკალი გაწურული მაწვნით და ისპანახის სოუსით

ინგრედიენტები

უმაღლესი ხარისხის ფქვილი

500 გრამი

წყალი

200 მილილიტრი

მარილი

10 გრამი

იმერული ყველი

400 გრამი

ყველი სულგუნი

100 გრამი

ნადუღი

200 გრამი

ისპანახის კონა

1 ცალი

ნიგოზი

50 გრამი

არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი

30 მილილიტრი

ოხრახუშის ღერო

2 ცალი

ჭარხლის ფოთლის ღერო

2 ცალი

პიტნის ღერო

1 ცალი

ნიორი

1 კბილი

მწვანე წიწაკა

1 მწიკვი

მარილი

1 მწიკვი

შაქარი

1 მწიკვი

მაწონი

1500 მილილიტრი

საფეხური

droplet

1

chef

ცომი - კარგად მოვზილოთ ცომი. უნდა გამოვიდეს მკვრივი გუნდა, დავასვენოთ პლუს მაცივარში რამდენიმე საათი.
შემდეგ გავაბრტყელოთ სქლად და დავყოთ ნაჭრებად, რომლებსაც შემდეგ თხლად ვაბრტყელებთ, უნდა მივიღოთ 7 სმ დიამეტრის ფირფიტები. გულსართის მოსამზადებლად აურიეთ გახეხილი იმერული ყველი, სულგუნი და ნადუღი.

საფეხური

droplet

2

chef

სოუსის მოსამზადებლად დააბლენდერეთ ისპანახი, ნიგოზი, ზეთი, ოხრახუში, ჭარხლის ფოთოლი, პიტნა, ნიორი, მწვანე წიწაკა, მარილი და შაქარი, ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. აღნიშნული სოუსი კარგად შეეფერება სხვადასხვა ხორცის კერძებსაც. სეზონის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ რეჰანი და ტარხუნა. (შენიშვნა: ქინძის არც ერთი ღეროს დამატება არ იფიქროთ, წაიყვანს თავისებურ გემოზე) გირჩევდით თავად მოამზადოთ გაწურული მაწონი - მოათავსეთ მაწონი ნაჭრის ტომარაში და ჩამოკიდეთ დასაწურად 12 საათით. (ბევრად გემრიელი გამოდის, ვიდრე მზა გაწურული მაწონი), მიიღებთ სქელ მასას, 1 ქილა გაწურულ მაწონს.

საფეხური

droplet

3

chef

მოვახვიოთ ხინკლები ყველის და ნადუღის შიგთავსით და კარგად შევუკრათ კუჭი რომ ხარშვისას არ გაიხსნას (ეცადეთ არ დაუტოვოთ დიდი კუჭი, რომ შეძლოთ კუჭიანად მიირთვათ). არ შეგეშინდეთ მცირე ზომის ხინკლის მოხვევის, ეს დიდ ხინკალზე მარტივია! ხარშვის დრო დამოკიდებულია ცომის სიმკვრივეზე, თხელი ცომისთვის 3-4 წუთი დუღილი საკმარისია (დიდხანს ხარშვა იწვევს ცომის დაშლას). ვხარშავთ მარილწყალში.

სერვირება

droplet

4

chef

სერვირება - თეფშს თხლად გადაუსვით გაწურული მაწონი, გვერდით მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი სოუსი და დაალაგეთ მოხარშული ხინკლები. შეგერგოთ!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone