ყარსული მწვადი
ყარსი თურქეთის ჩრდილო აღმოსავლეთში მდებარე ქალაქია, საკმაოდ საინტერესო ადგილი უჭირავს თურქეთისა და ამიერკავკასიის ისტორიაში, მაგრამ ეს ამბავი მემატიანეებს დავუტოვოთ, ჩვენ კი გემრიელი ფაქტები განვიხილოთ.
ფაქტი პირველი, შაურმა ლევანტინურ-არაბული კერძია.
ფაქტი მეორე, თურქეთში შაურმას დონერი ქებაბი ქვია, რაც პირდაპირ ითარგმნება ტრიალა ხორცად.
ფაქტი მესამე - დონერიც და შაურმაც ერთერთი უძველესი სრულყოფილი კერძია, იმით, რომ მოიცავს ყველა პროდუქტს, რაც ადამიანს დღის მანძილზე ჭირდება, ბოსტნეულსაც, ცომსაც და ხორცსაც.
ბევრი, რომ არ ვილაპარაკოთ, ქართველებსაც შეგვიძლია ხორცის კარგად ტრიალი, მწვადის შეწვაც ვიცით და ქაბაბის, და აი აქ ჩნდება კითხვა, რატომ არ არსებობს ქართული შაურმა, ქართული ტრიალა ხორცი, რომელიც შუალედურია ქაბაბსა და მწვადს შორის. ამ რეცეპტში, ჩვენ გავაკეთებთ ყარსულ მწვადს, რაც არის თურქული დონერის ქართული ვარიანტი, ამას თან გავუკეთებთ სურნელოვან პურსა და მაწვნის სოუსს.

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
საშუალო
კალორიები
500+ კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა