• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

თურქული სიბასი სოტე ლიმონის სოუსით

 ამ კერძს ისლომ კურბონოვი თავის საყვარელ კერძს უწოდებს — და მასში ჩანს მთელი მისი სკოლა. თურქული სიბასის ფილე კანის და ძძვლების გარეშე შეიწვება ოქროსფერ ქერქამდე, შეწვის ბოლოს  — კარაქი, ნიორი და თიამი არომატისთვის. გვერდით  — 16/20 კალიბრის ვეფხვისებრი კრევეტები, იგივენაირად შემწვარი: ხრაშუნა გარედან, წვნიანი შიგნიდან. სოუსი აიწყობა ქათმის ბულიონზე კარაქის და ლიმნის ფრეშის ემულსიით  — მსუბუქი, აბრეშუმისებრი, სიმჟავით. მასშია მწვანე ბარდა, ცოცხალი სატაცური და  ფერმის პომიდორი ჩერი კანის გარეშე. ფინალი  — ნორის პუდრი და კამის ზეთი პირდაპირ თეფშზე.

თურქული სიბასი  სოტე ლიმონის სოუსით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

ისლომ კურბონოვი

რეცეპტის ავტორი

ისლომ კურბონოვი

თურქული სიბასი  სოტე ლიმონის სოუსით

ინგრედიენტები

სიბასი

0.5 ცალი

ვეფხვისებრი კრევეტი

20 ცალი

მცენარეული ზეთი

15 მილილიტრი

კარაქი

35 გრამი

ზეთი

5 გრამი

ლაიმის წვენი

2 მილილიტრი

ქათმის ბულიონი

8 მილილიტრი

ლიმონის წვენი

5 მილილიტრი

სატაცური

40 გრამი

მწვანე ბარდა (გაყინული)

3 გრამი

პომიდორი ჩერი

45 გრამი

მარილი

3 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

 თევზის და კრევეტების მომზადება 


გაასუფთავეთ სიბასი, დაჭერით ფილეს სახით — ძვლების გარეშე, ქერცლის გარეშე. გაასუფთავეთ 16/20 კალიბრის ვეფხვისებრი კრევეტები. შეწვამდე ოდნავ მოაყარეთ მარილი თევზს და კრევეტებს.

საფეხური

droplet

2

chef

 კარგად გაცხელებულ მცენარეულ ზეთში შეწვით სიბასის ფილე ოქროსფერო ქერქის მიღებამდე. ბოლოს დაუმატეთ კარაქი, ნიორი და თიამი — მიეცით მათ საშუალება, არომატი გამოუშვან,  პირდაპირ თევზზე კოვზით ზეთის დასხმით. იმავე წესით  შეწვით ვეფხვისებრი კრევეტები. 

 ქათმის ბულიონი მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ კარაქი და აქტიურად მოურიეთ ერთგვაროვანი ემულსიის მიღებამდე. მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ლიმონის ფრეში  — მიიყვანეთ გემომდე. დაუმატეთ სოუსს მწვანე ბარდა, სატაცური და კანგაცლილი ტომატი ჩერი. გააცხელეთ— ბოსტნეული უნდა დარჩეს ცოცხალი, არა ზედმეტად მოხარშული.

 თეფშზე ჯერ თავსდება სიბასი და კრევეტები. შემდეგ — გარნირი სოუსით გარეშემო. ფინალური შტრიხი: ნორის პუდრი და რამდენიმე წვეთი კამის ზეთი.

სერვირება

droplet

3

chef

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Enhanced by

Enhanced by