• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ცეპელინი

“კერძი, რომელიც მოგიმზადეთ ჩემთვის სიმბოლური და ნოსტალგიურია. ცეპელინი ლიეტუვური ნაციონალური კერძია, მისი მომზადება სწორედ ვილნიუსში ცხოვრების დროს ვისწავლე, სადაც 10 წელი გავატარე, კულინარიამაც ამ პერიოდში გამიტაცა. ვფიქრობ, რომ კულინარია ხელოვნებაა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს მომზადების პროცესი, მეგობრების და ოჯახის წევრების გამასპინძლება. მიუხედავად პროფესიული რეჟიმისა და ცხოვრების წესისა, ბალერინები გურმანები ვართ.” - ლიეტუვის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი მაიკო დოლიძე
 

ცეპელინი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

მაიკო დოლიძე

რეცეპტის ავტორი

მაიკო დოლიძე

ცეპელინი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

კარტოფილი

3 ცალი

გატარებული ხორცი

100 გრამი

ხახვი

1 /4 ცალი

არაჟანი

25 გრამი

სოკო

25 გრამი

მარილი

1 მწიკვი

შავი პილპილი

0.25 ჩაის კოვზი

ბეკონი

50 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ჯამში მოვათავსოთ საქონლის ან შერეული ფარში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1/2 ჩ.კ. მარილი და მწიკვი პილპილი.

საფეხური

droplet

2

chef
მოვხარშოთ 2 ცალი კარტოფილი კანიანად, გავაგრილოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ წვრილ სახეხზე. დარჩენილი 4 უმი კარტოფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, გახეხილი მასა მოვათავსოთ დოლბანდზე და კარგად გავწუროთ. გამოწურული სითხე მოვათავსოთ გამჭვირვალე ჯამში და დავდგათ 15 - 20 წუთი სახამებლის მიღებამდე. გადავწუროთ სითხე, ჯამის ძირზე დარჩება სახამებლის მასა, რომელსაც შევურევთ კარტოფილს.

საფეხური

droplet

3

chef
მოხარშული და უმად გახეხილი კარტოფილი შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ სახამებელი, 1/2 ჩ.კ მარილი და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა გავყოთ 4 - 5 ნაწილად, ხელის გულზე გავაბრტყელოთ, ჩავდოთ 1 ჩ.კ გატარებული ხორცი და მოვუკრათ თავი.

საფეხური

droplet

4

chef
მომზადებული ცეპელინი სათითაოდ მოვათავსოთ ადუღებულ მარილიან წყალში და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში.

სერვირება

droplet

5

chef
ბეკონი შევწვათ ტაფაზე, დავალაგოთ მოხარშულ ცეპელინებზე, მოვასხათ არაჟნის სოუსი და გავაფორმოთ მარინირებული სოკოთი.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone