• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

ტოლმა ინდაურის ხორცით ნაღებისა და ტომატის სოუსში

ტოლმა შინაური ინდაურის ხორცით, აკურატულად შეხვეული   პეკინის კომბოსტოს რბილ ფოთლებში  — მსუბუქი, წვნიანი და ნამდვილად გემრიელი.  ფრინველის ხორცის გემო დელიკატურად ვლინდება, ინარჩუნებს მის ბუნებრივ სიტკბოს და წვნიანობას. მოართმევენ ხავერდოვან ნაღებისა და ტომატის სოუსში, სადაც ნაღები და ნოყიერი ქათმის ბულიონი ერწყმის გამომცხვარი წიწაკისა და მწიფე ტომატების სიტკბოს, ქმნის ღრმა, დაბალანსებულ გემოს კრემისებრი ტექსტურით. ეს არის სახლის სითბოსა და რესტორნის ელეგანტურობის ჰარმონია თითოეულ დეტალში.

ტოლმა ინდაურის ხორცით ნაღებისა და ტომატის სოუსში

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

არტემ რზაევი

რეცეპტის ავტორი

არტემ რზაევი

ტოლმა ინდაურის ხორცით ნაღებისა და ტომატის სოუსში

ინგრედიენტები

შინაური ინდაურის ფილე

1 ცალი

ხახვი

3 ცალი

სტაფილო

3 ცალი

ნაღები 33%

200 მილილიტრი

არაჟანი 25%

180 გრამი

პეკინის კომბოსტო

1 ცალი

გამომცხვარი ბულგარული წიწაკა

120 გრამი

პომიდორი საკუთარ წვენში

150 გრამი

Ნიორი

2 კბილი

დემიგლასის სოუსი

100 გრამი

კარაქი

50 გრამი

ხვეული ოხრახუში

1 ცალი

მცენარეული ზეთი

500 გრამი

მარილი და პილპილი - გემოვნებით

საქონლის ხორცის ძვლები

2 კილოგრამი

წითელი მშრალი ღვინო

500 მილილიტრი

ნიახურის ღერო

100 გრამი

ტომატის პასტა

150 გრამი

დაფნის ფოთოლი

3 ცალი

თიამი/როზმარინი

10 გრამი

ოხრახუში/კამა/რეჰანი/რუკოლა

20 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

დაამარინადეთ ინდაურის ფილე მარილით, პილპილით და ბორჯომის მინერალური წყლით 1 საათის განმავლობაში,  ხორცი უფრო ნაზი გახდება, შემდეგ დაჭერით ის ძალიან წვრილად. ასევე წვრილად დაჭერით ხახვი და სტაფილო. დაჭრილი ბოსტნეული შეწვით მცენარეულ ზეთში, დაუმატეთ ინდაურის ფარში, მიიყვანეთ სრულ მომზადებამდე და დაუმატეთ არაჟანი. მარილი და პილპილი გემოვნებით 

საფეხური

droplet

2

chef

ვამზადებთ ტოლმას. მდუღარე წყალში გაატარეთ კომბოსტოს ფოთლები სირბილემდე, ფარშის მოხერხებულად  მოხვევისთვის. თითოეულ კომბოსტოს ფოთოლზე მოათავსეთ 50-60 გ ფარში და შეახვიეთ.

საფეხური

droplet

3

chef

მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდით დაფენილ საცხობ ფორმაზე, დაუმატეთ კარაქი და ცოტაოდენი გაფილტრული წყალი, გამოაცხვეთ ფოლგის ქვეშ 10-12 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე და კიდევ 5-7 წუთი ფოლგის გარეშე, ლამაზი ფერის მიღებამდე. 

საფეხური

droplet

4

chef

მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდით დაფენილ საცხობ ფორმაზე, დაუმატეთ კარაქი და ცოტაოდენი გაფილტრული წყალი, გამოაცხვეთ ფოლგის ქვეშ 10-12 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე და კიდევ 5-7 წუთი ფოლგის გარეშე — ლამაზი ფერის მიღებამდე. 

საფეხური

droplet

5

chef

მოამზადეთ სოუსები. დაჭერით წინასწარ გამომცხვარი  და გაფცქვნილი ბულგარული წიწაკა კუბიკებად, შეწვით კარაქში ასევე კუბიკებად დაჭრილ პომიდორთან და ნიორთან ერთად, ცოტა ხნით მოთუშეთ  გემოს მისაღებად.   დემიგლასის სოუსი: მოათავსეთ ძვლები საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ 200°C-ზე დაახლოებით 40-60 წუთის განმავლობაში, ოქროსფერ-მოწითალო ქერქის მიღებამდე  —ეს ძვლებს მდიდარ გემოს და ფერს მისცემს. ძვლებს დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ნიახური და მსუბუქად შეწვით კიდევ 15-20 წუთის განმავლობაში. ბოლოს, შეურიეთ ტომატის პასტა.

საფეხური

droplet

6

chef

ყველაფერი გადაიტანეთ დიდ ქვაბში, დაასხით წყალი და დაუმატეთ სანელებლები. მიიყვანეთ მსუბუქ ადუღებამდე და ხარშეთ მინიმალურ ცეცხლზე 6-8 საათის განმავლობაში (სასურველია უფრო დიდხანს). გადაწურეთ ბულიონი საწურში, მოაცილეთ ძვლები და ბოსტნეული. დააბრუნეთ სითხე ცეცხლზე, დაამატეთ ღვინო და ადუღეთ აორთქლებამდე, სანამ მოცულობა დაახლოებით 2–3 ჯერ არ შემცირდება — სოუსი სქელი და ნოყიერი  გახდება.   მწვანე ზეთი. გააცხელეთ მცენარეული ზეთი 60 გრადუსამდე, დაუმატეთ ოხრახუში, კამა, რეჰანი და რუკოლა და ათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ გადაწურეთ დოლბანდის მეშვეობით.

სერვირება

droplet

7

chef

ოვალურ თეფშზე მოათავსეთ ნაღების და ტომატის სოუსი, ზემოდან დააწყვეთ ტოლმა, მოასხით დემი-გლასის სოუსი და მორთეთ მწვანე კარაქითა და ოხრახუშით.

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Enhanced by

Enhanced by