თაშმიჯაბი - სვანური ელარჯი

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
მარტივი
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის მინერალური წყალი

ინგრედიენტები
ულუფა :
კიტრი
75 გრამი
სვანური მარილი
3 გრამი
კარაქი ან ერბო
25 გრამი
ჭყინტი ყველი
125 გრამი
წითელი (სვანური) კარტოფილი
150 გრამი
საფეხური

1

ელარჯი ყველამ ვიცით, მაგრამ მისი მომზადება არც მარტივია და ბევრ დროსაც მოითხოვს.
თაშმიჯაბი, ანუ სვანური ელარჯი ზუსტად მათთვისაა, ვისაც კარტოფილის პიურეც უყვარს, ელარჯიც და ცხელი, წელვადი ყველიც.
საფეხური

2

სასურველია, სვანური ელარჯისთვის, კარტოფილიც სვანური იყოს, მოწითალო ფერის კანით, რომელიც უფრო ფხვიერია.
მოხარშული კარტოფილი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, ან კარგად ჩაზილეთ (უკეთესია თუ ცხელს გაფრცქვნით და ჩაზელთ).
საფეხური

3

სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე ან წყალი და ჩაამატეთ კარტოფილი, ხის კოვზით მოურიეთ მანამ, სანამ ერთიანი მასა არ გახდება. კარგად რომ გაცხელდება, ჩააზილეთ ყველი.
როგორც კი ყველი დნობასა და გაწელვას დაიწყებს გადმოდგით, შეაზავეთ მარილით და რომელიმე სხვა სასურველი სუნელით (სვანური მარილი ან ქონდარი) და მიირთვით ცხელი.
სვანეთში ამ კერძს აუცილებლად ახლად ამოყვანილი, 1 ან 2 დღის ყველით აკეთებენ.
სერვირება

4

თუ ამ კერძს სახლში ამზადებთ, უკეთესია, თუ მას ქვაბიდან სასწრაფოდ თეფშზე გადაიტანთ და ასევე სწრაფად მიირთმევთ, რომ არ გაცივდეს.
თუ ორიგინალურად გინდათ მისი სერვირება, მაშინ შეგიძლიათ ბურთულები გააკეთოთ, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ტემპერატურა დაიკლებს და ყველი ისეთი წელვადი აღარ იქნება, როგორც თავიდან.
Comments