• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

ტაჯინი ფარშირებული ბოსტნეულითა და არომატული ბულიონით — იუჟანინი

ტრადიციული აღმოსავლური კერძი თანამედროვე ინტერპრეტაციით — ფარშირებული ბადრიჯანი, წიწაკა და ტოლმა იშუშება საქონლის ხორცის სანელებლებიან ბულიონში «ბეიბით» — კარტოფილით, ცოცხალი მწვანილითა და სანელებლებით. მიირთმევა კლასიკურ კერამიკულ ჭურჭელში —  ტაჯინში, რომელიც სითბოსა და არომატის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. 

ტაჯინი ფარშირებული ბოსტნეულითა და არომატული ბულიონით — იუჟანინი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

0-250 კალორია

საჭმლის ტიპი

აპეტაიზერი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ჯასურ აბიდხონოვი

რეცეპტის ავტორი

ჯასურ აბიდხონოვი

ტაჯინი ფარშირებული ბოსტნეულითა და არომატული ბულიონით — იუჟანინი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ფარშირებული ბადრიჯანი

300 გრამი

ფარშირებული ბულგარული წიწაკა

200 გრამი

ტოლმა (ვაზის ფოთლები ხორცითა და ბრინჯით)

150 გრამი

ახალი კარტოფილი

120 გრამი

საქონლის ბულიონი

250 მილიგრამი

აღმოსავლური სანელებლების ნარევი

გემოვნებით

ახალი ქინძი

5 გრამი

ბაზილიკი

5 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ბადრიჯანს და წიწაკას წინასწარ ავსებენ ფარშით — ხორცით, სანელებლებითა და ბრინჯით. ტოლმას ახვევენ ხელით ვაზის ფოთოლში. ბეიბი-კარტოფილს ხარშავენ ნახევრად მომზადებამდე.

საფეხური

droplet

2

chef

ყველა ინგრედიენტს აკურატულად ათავსებენ ტაჯინში. ასხამენ სანელებლებით (ძირა, კორიანდრი (კაკალი ქინძი), შავი პილპილი, კურკუმა) შეკმაზულ საქონლის ხორცის ცხელ ბულიონს.

საფეხური

droplet

3

chef

ტაჯინს ეფარება თავსახური და იშუშება დაბალ ცეცხლე 25–30 წუთი — ბოსტნეული იღებს არომატებს, ხოლო ბულიონი ჯერდება შიგთავსის გემოთი.

საფეხური

droplet

4

chef

სერვირებამდე კერძს უნდა მოაყაროთ ცოცხალი ქინძი და ბაზილიკი. მწვანილის მსუბუქი აქცენტი ხაზს უსვამს ბულიონისა და ბოსტნეულის გაჯერებულ გემოს. 

სერვირება

droplet

5

chef

ტაჯინს მიართმევენ პირდაპირ კერამიკულ ჭურჭელში  — რომელიც  ინარჩუნებს სითბოს, არომატს და აღმოსავლურ ესთეტიკას. შეგიძლიათ დამატებით მიართვათ ლავაში ან ახალი პური. 

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone