• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

სინგაპურული ვერმიშელი

“კარანტინი ბევრისთვის საკუთარი თავის შესაცნობად ზედგამოჭრილი გამოდგა და მეც ამ დროს გავუთამამდი სამზარეულოს. დიდი სიამოვნება ყოფილა მიზნის უმოკლეს დროში მიღწევა, რაიმე გემრიელის მომზადება და ოჯახის წევრების აღტაცება. ხიბლში შესულმა მოგზაურობის დროს აღმოჩენილი კერძების სახლში მომზადება დავიწყე და "სინგაპურული ვერმიშელიც" გავიხსენე” - ნატალია ლუჩანინოვა საკვირაო სკოლა “რებუსის” თანადამფუძნებელი.

სინგაპურული ვერმიშელი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ნატალია ლუჩანინოვა

რეცეპტის ავტორი

ნატალია ლუჩანინოვა

სინგაპურული ვერმიშელი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

მცენარეული ზეთი

1.33 სუფრის კოვზი

ლიმონი

0.33 ცალი

სოიოს სოუსი

0.66 სუფრის კოვზი

ბრინჯის ვერმიშელი

67 გრამი

ქათმის ფილე

67 გრამი

კვერცხი

1 ცალი

ნიორი

1 კბილი

ხახვი

0.35 ცალი

კომბოსტო

0.33 ცალი

მწვანე ხახვი

23 გრამი

სტაფილო

0.66 ცალი

გახეხილი ჯანჯაფილი

0.33 სუფრის კოვზი

მუქი სოიოს სოუსი

0.33 სუფრის კოვზი

მსუბუქი სოიოს სოუსი

0.33 სუფრის კოვზი

ხამანწკის სოუსი

0.66 სუფრის კოვზი

თევზის სოუსი

0.33 სუფრის კოვზი

კეჩუპი

1 სუფრის კოვზი

ტკბილი ჩილის სოუსი

0.33 სუფრის კოვზი

სეზამის ზეთი

0.66 ჩაის კოვზი

სეზამის მარცვალი

0.33 სუფრის კოვზი

მოხალული მიწის თხილი

0.66 სუფრის კოვზი

თეთრი წიწაკა

0.33 მწიკვი

საფეხური

droplet

1

chef

პირველ რიგში ვამზადებთ ქათმის მარინადს - 2 ს.კ მცენარეული ზეთი, 1 ლიმონის წვენი და 2 ს.კ სოიოს სოუსი აურიეთ ჯამში, ჩადეთ კუბებად დაჭრილი ქათამი და გააჩერეთ მინიმუმ 1 საათი. მარინადის მომზადება ერთი დღით ადრეც შესაძლებელია. დაჭერით ბოსტნეული - ხახვი და მწვანე ხახვი რგოლებად, სტაფილო და კომბოსტო სიგრძეზე, დააქუცმაცეთ ნიორი, წვრილ სახეხზე გახეხეთ ჯანჯაფილი. დრესინგის მოსამზადებლად ჯამში აურიეთ - მუქი და მსუბუქი სოიოს სოუსი, ხამანწკის სოუსი, თევზის სოუსი, კეტჩუპი, ტკბილი ჩილის სოუსი, თეთრი წიწაკა და სეზამის ზეთი.

საფეხური

droplet

2

chef
ვერმიშელის მოსამზადებლად საშუალო ზომის ქვაბში აადუღეთ წყალი. მდუღარე წყალში ვერმიშელი ზუსტად 1 წუთით მოათავსეთ. შემდეგ, გადაწურეთ თუშფალანგის გამოყენებით და ხარშვის პროცესის შესაჩერებლად გადაავლეთ გამდინარე ცივი წყალი. რჩევა: ვერმიშელი რამდენიმე ნაწილად დაყავით მაკრატლით. ეს გაგიმარტივებთ ტაფაზე მორევის პროცესს კერძის მომზადებისას.

საფეხური

droplet

3

chef
ღრმა ტაფაზე (ვოკი იდეალურია ამ შემთხვევაში), დაასხით 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. კარგად რომ გაცხელდება, დაუმატეთ ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი და მოთუშეთ 4-5 წუთის განმავლობაში. ხახვი ოქროსფერი რომ გახდება, ტაფაზე დააწყვეთ დამარინადებული ქათმის კუბები და შეწვით. ამას დაახლოებით 5-6 წუთი დასჭირდება. ქათმის კუბების ყველა გვერდი თანაბრად უნდა შეიბრაწოს. შემდეგ ამატებთ კომბოსტოს, სტაფილოს და ხშირი მორევით თუშავთ ბოსტენულს. ტაფაზე არსებული მასა ერთ მხარეს მისწიეთ და გამოთავისუფლებულ ადგილას დაახალეთ ორი კვერცხი. კვერცხი ტაფაშივე ათქვიფეთ და სწრაფად შეურიეთ მთლიან მასას. 2 წუთის შემდეგ დაამატეთ ვერმიშელი და კარგად შეურიეთ ბოსტნეულს. შემდეგ მოასხით დრესინგი და თანაბრად გადაანაწილეთ. ბოლოს, მოაყარეთ სეზამის მარცვლები, მოხალული არაქისი და მწვანე ხახვი. 1 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე და კერძი მზადაა.

სერვირება

droplet

4

chef

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone