• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

დაუბრუნდით რესტორანს

სიბასი გრილზე გამომცხვარი წიწაკის სოუსით

ეს კერძი არის თავშეკავებასა და სიზუსტის შესახებ. ქაღალდის ხელსახოცებით გამშრალი, მარილმოყრილი და ზეთით წასმული  მთლიანი სიბასი — კარგად გაცხელებულ გრილზე კანით ქვემოთ. გარშემო  — კანგაცლილი ჩერი ტომატები, კაპარი, კოლატას ზეთისხილი და ცოცხალი რეჰანი. ქვემოდან  — გამომცხვარი წიწაკის რბილი, ხავერდოვანი სოუსი, თბილი და ოდნავ მოტკბო. მთლიანობაში კი — ხმელთაშუა ზღვის მსუბუქი კერძი, რომელიც თავისთავად სრულყოფილია.

სიბასი გრილზე გამომცხვარი წიწაკის სოუსით

მომზადების დრო

0-30 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ანდრეი სალნიკოვი

რეცეპტის ავტორი

ანდრეი სალნიკოვი

სიბასი გრილზე გამომცხვარი წიწაკის სოუსით

ინგრედიენტები

საფეხური

droplet

1

chef

მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი მორთვისათვის: კანგაცლილი ჩერი ტომატები, კაპარი, კოლატას ზეთისხილი, რეჰანი და ზეითუნის ზეთი. სიბასი გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, მიასხით ზეთი და მოაყარეთ მარილი. გამომცხვარი წიწაკის სოუსი მზადდება წინასწარ და ინახება როგორც ნამზადი.

საფეხური

droplet

2

chef

კარგათ გაახურეთ გრილის ცხაური  — ეს საკვანძო მომენტია, რათა თევზი არ მიიკრას. უშუალოდ მოთავსებამდე წაუსვით ცხაურს ზეთი. დადეთ მასზე სიბასი კანით ქვემოთ და შეწვით მომზადებამდე.

საფეხური

droplet

3

chef

სანამ სიბასი იწვის, გაათბეთ გამომცხვარი წიწაკის სოუსი — ის უნდა იყოს ერთგვაროვანი, როგორც კრემი. გადაიტანეთ სოუსი თეფშზე, სიბასი დადეთ კანით ზემოთ, გარშემო გაანაწილეთ მომზადებული ინგრედიენტები: ჩერი ტომატები, ზეთისხილი, კაპარი და რეჰანი.

სერვირება

droplet

4

chef

მიართვათ მაშინვე როგოც დამოუკიდებელი კერძი — ის თავისთავად სრულყოფილია. იდეალურად უხდება ჭიქა თეთრ ღვინოს.

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone