• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

სიბასი (ქორჭილა) ჯონჯოლით და ისპანახით

მიყვარს ზღვის პროდუქტი, მითუმეტეს ისეთი ზღვის პროდუქტი, რომელიც შავ ზღვაშია, მაგრამ, რატომღაც, მასზე არავინ თევზაობს. ვამბობ არავინ, თუმცა ვგულლისხმობ ქართველებს, თორემ თურქები მშვენივრად თევზაობენ ზღვის ქორჭილაზეც, ლეშაზე და სარღანზე.

ხოდა, ითევზვეს თურქებმა სიბასზე, გამოუშვეს საქართველოში, ჩვენ კი ვიყიდეთ და ვაკეთებთ კერძს. 

სიბასი (ქორჭილა) ჯონჯოლით და ისპანახით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

სიბასი (ქორჭილა) ჯონჯოლით და ისპანახით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ხმელი ქინძი

2.5 გრამი

ფქვილი

2.5 გრამი

შაქარი

0.25 მწიკვი

ისპანახი

100 გრამი

არაყი

37.5 მილილიტრი

ვაშლის ძმარი

37.5 მილილიტრი

ხახვი

10 გრამი

ოხრახუში

5 გრამი

დიჟონის მდოგვი

1 /2 ჩაის კოვზი

კახური ზეთი

50 მილილიტრი

ჯონჯოლი

75 გრამი

ლიმონი

3.75 გრამი

ზღვის ქორჭილა

0.5 ცალი

საფეხური

droplet

1

chef

ფილირებულ თევზს ვდებთ მარინადში 15 წუთით. მარინადი - 150 მლ. არაყი, 100 მლ. ძმარი, 50 მლ. კახური ზეთი, 5 გრამი მარილი, 10 გრამი შაქარი.

საფეხური

droplet

2

chef
მარინადიდან ამოღებულ თევზს დავფქვილავთ მხოლოდ კანის მხრიდან და შევწვავთ ბევრ ზეთში ტაფაზე, ისე რომ თევზი არ ამოვატრიალოთ. პარალელურად, ტაფაზე დაგროვებული ზეთი, კოვზით მოვასხათ თევზს, რომ ზემოდანაც შეიწვას.

საფეხური

droplet

3

chef
პარალელურად, ფინჯანში ჩავასხაღ 2 სუფრის კოვზი ძმარი, 2 ჩაის კოვზი მდოგვი და დავიწყოთ მორევა სათქვეფით, ნელ-ნელა დავამატოთ 100 მლ. კახური ზეთი და სტაბილურად ვურიოთ. რაც უფრო მეტ ზეთს დავამატებთ, მით უფრო სქელი გამოვა მაიონეზი. ბოლოს დავამატოთ ერთი მწიკვი მარილი და ამოვურიოთ. მიღებული მაიონეზი დავამატოთ ჯონჯოლს. ზოგადად 100 მლ. ყოფნის 500 გრ. ჯონჯოლს.

საფეხური

droplet

4

chef
მესამე კომპონენტი არის ისპანახი, რომელიც უნდა მოვწალოთ 2 წუთით, გავაციოთ ცივ წყალში და გავწუროთ. შემდეგ დავკეპოთ, დავამატოთ 20 მლ. კახური ზეთი, 5-7 გრამი მშრალი ქინძი და 40 გრამი წვრილ კუბებად დაჭრილი ხახვი.

სერვირება

droplet

5

chef
სერვირებისთვის, მოვათავსოთ ჯონჯოლი და ისპანახი თეფშზე, ზემოდან დავადოთ თევზი, მოვასხათ დარჩენილი მაიონეზი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone