შოკოლადის ხინკალი
ცნობილი იტალიელი შეფი ენცო ნერი შეუერთდა “Mercure Tbilisi Old Town”- ის გუნდს 2020 წლის მარტიდან - “კულინარიულ ინდუსტრიაში 19 წელია ვმუშაობ, ამ სფეროში სხვადასხვა დროს მეკავა მოწინავე პოზიციები, როგორც შეფ-მზარეულს, კონსულტანტსა და მენეჯერს.
კულინარია, მომზადება, გამასპინძლება, გაზიარება, ექსპერიმენტები ჩემი ვნებაა. ეს ისაა, რაც სტიმულს მაძლევს ვიყო საუკეთესო შეფი და ლიდერი, ასევე შთავაგონო ადამიანები ჩემ გარშემო.
შთაგონებას ბევრი რამ მაძლევს - კულტურა, მუსიკა, ისტორია, ხელოვნება, ყოველდღიურობა და თავად ადამიანები.
კერძის მომზადება სკულპტურის ან ნახატის შექმნასავითაა, შენ თამაშობ ფერებით, ფორმებით და ამავე დროს უმატებ გემოებს. როდესაც ხინკლის ექსპერიმენტს ვაკეთებდი, თავდაპირველად შევისწავლე ხინკლის ტრადიციული რეცეპტი და გადავწყვიტე მისი ტკბილი ვერსიის მომზადება. გამოვიყენე ადგილობრივი პროდუქტი - ნადუღი და ნიგოზი. ცომში დავამატე კაკაო.
რადგან შოკოლადის ხინკალს წვენი არ აქვს, მისი სერვირება ინგლისური კრემის თანხლებითაა რეკომენდებული, რომელსაც მსუბუქი ციტრუსის არომატი აქვს”

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
რთული
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
დესერტი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი