• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

შოკოლადის და მარწყვის ტარტი

თამუნა ნადირაძე არის შეფ კონდიტერი, რომელმაც კანადაში ცხოვრების დროს გადაწყვიტა ფსიქიატრის პროფესია შეეცვალა, მისი ოცნებები რეალობად ექცია და კონდიტერია შეესწავლა.
34 წლის ასაკში კონდიტერის კარიერა ნულიდან დაიწყო, დაამთავრა ცხობის და საკონდიტრო ხელოვნების ფაკულტეტი კონდიტერიის მიმართულებით, ვანკუვერის წამყვან კულინარიულ კოლეჯში. კოლეჯის წარმატებით დასრულების შემდეგ, მუშაობა განაგრძო სხვადასხვა საკონდიტროებში, სადაც უფრო დახვეწა და განავითარა ცოდნა.
სწავლას განაგრძობს მუდმივად და ეუფლება ახალ ტექნიკებს მსოფლიოს ტოპ შეფებისგან. ინსპირაციას იღებს გარემოს, ბუნების და პატარა დეტალებისგან. მისი მიმართულებაა სარკისებრ მინანქრიანი მუსის დესერტები.
მინანქრის ხელოვნება მისთვის ამოუწურავია და თითოეული დესერტი არის უნიკალური, რომელიც თითქმის არ მეორდება. 2022 წელს, ის დაბრუნდა საქართველოში, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს ყველა მსურველს, ვისაც მის მსგავსად უყვარს ეს საქმიანობა.
შექმნა ონლაინ სასწავლო პლატფორმა და სულ მალე გამოაქვეყნებს კურსებს, რომლის მეშვეობითაც მსურველებს ექნებათ საშუალება სახლიდან გაუსვლელად, თავისი ტემპით შეისწავლონ სარკისებრ მინანქრიანი მუსის დესერტების მომზადება. “ დღემდე მაოცებს ის ფაქტი თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა მარტივი ინგრედიენტების შეერთებით მიიღო ჯადოსნური გემოების და ვიზუალის მქონე
დესერტი.” 

შოკოლადის და მარწყვის ტარტი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

თამუნა ნადირაძე

რეცეპტის ავტორი

თამუნა ნადირაძე

შოკოლადის და მარწყვის ტარტი

ინგრედიენტები

კარაქი

90 გრამი

შაქრის ფხვნილი

50 გრამი

შაქარი (უმჯობესია საკონდიტრო წმინდა შაქარი)

250 გრამი

კაკაო

22.5 გრამი

მარილი

1 მწიკვი

ფქვილი

172.5 გრამი

ნუშის ფქვილი

22.5 გრამი

კვერცხი

1 ცალი

ნაღები 33%

230 გრამი

კრემ-ყველი 70%

225 გრამი

ვანილის ექსტრაქტი

1 /2 ჩაის კოვზი

შავი ან რძიანი შოკოლადი

200 გრამი

შოკოლადი ტარტის ბაზის დასაფარად

10 გრამი

მარწყვი

120 გრამი

მარწყვი ცალი მოსართავად

10 ცალი

ლიმონმჟავა

1 გრამი

ლიმონის წვენი

10 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ტარტის ბაზა: 90 გ ცივი კარაქი კუბებად დაჭრილი, 50 გ შაქრის ფხვნილი, 30 გ კაკაო, მწიკვი მარილი, 172.5 გ ფქვილი, 22.5 გ ნუშის ფქვილი, 1 ც (50 გ) კვერცხი. გააცხელეთ ღუმელი 170 C- გრადუსზე (338 F-ფარენჰაიტზე). მიქსერის ჯამში ერთად ათქვიფეთ კარაქი და შაქრის ფხვნილი ერთიანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი; კაკაო; მარილი და ნუშის ფქვილი. ურიეთ მანამ სანამ მასა კარგად გაფხვიერდება. დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და ურიეთ სანამ ცომს არ მიიღებთ.

საფეხური

droplet

2

chef

გააბრტყელეთ ცომი 2 საცხობ ქაღალდს შორის დაახლოებით 3 მმ სისქემდე და დააყოვნეთ მაცივარში 1 საათით. მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი ტარტის საცხობ ფორმაში. შემოაჭერით ზედმეტი ნაწილები და ფორმაშივე დაჩხვლიტეთ ცომი ჩანგლით. იმისათვის რომ ტარტის ცომი არ ამოიბეროს ცხობის დროს ტარტის ფორმაში გამზადებულ ცომს ზემოდან ჩააფინეთ ხელით დაჭმუჭნილი საცხობი ქაღალდი, შემდგომ სიმძიმისთვის დააყარეთ ბრინჯი ან ლობიო ისე, რომ მთლიანი ზედაპირი კარგად დაიფაროს და აცხვეთ 12 წუთის განმავლობაში (ზედა და ქვედა წვით). მოხსენით ბრინჯიანი/ლობიოიანი ქაღალდი და ისევ შეაბრუნეთ ფორმა ღუმელში ამჯერად 5 წუთით. გააგრილეთ ფორმაშივე და შემდგომ ამოიღეთ.

საფეხური

droplet

3

chef
მარწყვის ჯემი: 120 გ დაბლენდერებული მარწყვი, 100 გ შაქარი, 10 გ ლიმონის წვენი ან 1 გ ლიმონმჟავა. მარწყვი და შაქარი ადუღეთ 103 გრადუსამდე დაბალ ტემპერატურაზე. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ლიმონის წვენი (ან ლიმონმჟავა). გააგრილეთ მაცივარში კარგად რომ შესქელდეს.

საფეხური

droplet

4

chef
შოკოლადის და კრემ-ყველის შიგთავსი: 150 გ შაქარი, 225 გ კრემ-ყველი 70 %, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 200 გ შავი ან რძიანი შოკოლადი +/- 10 გ ტარტის ძირზე წასასმელად, 230 გ ნაღები 33%. პირველ რიგში ნახევრად ათქვიფეთ ცივი ნაღები ისე, რომ სხეული ჰქონდეს, მაგრამ არ უნდა იყოს მყარი კრემი და შემდეგ შეინახეთ მაცივარში. იგივე ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კრემ-ყველი დარბილებამდე. დაუმატეთ შაქარი, ვანილი და დამდნარი შოკოლადი. ურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე. 2 ეტაპად დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები, ამოურიეთ ხელით ფრთხილად ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ჰაეროვანი მასა.

საფეხური

droplet

5

chef
აწყობა: გაგრილებულ ტარტს ფუნჯით წაუსვით დამდნარი შოკოლადი და 2-3 წუთით დატოვეთ საყინულეში. (ეს ეტაპი დაიცავს ბისკვიტს დანესტიანებისგან და სერვირებამდე ფხვიერებას შეუნარჩუნებს )

საფეხური

droplet

6

chef
თხელ ფენად წაუსვით ცივი მარწყვის ჯემი. საკონდიტრო ტომრის გამოყენებით დაუმატეთ კრემ-ყველის და შოკოლადის შიგთავსი.

საფეხური

droplet

7

chef
ბოლოს, გააფორმეთ მარწყვით სურვილისამებრ.

სერვირება

droplet

8

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone