• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

შოკოლადის ჩიზქეიქი

“უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ შევიტყვე  კოლეჯის არსებობის შესახებ, სადაც შემეძლო შემესწავლა საკონდიტრო ხელოვნება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით.
კოლეჯში პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს საქმე იყო ის, რისი კეთებაც დიდ სიხარულს მომანიჭებდა. 7 წელია ამ სფეროში ვარ და დღემდე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს დესერტების მომზადება, ახლის შექმნა. ორწლიანი სწავლის შემდეგ პრაქტიკა გავიარე ფუნიკულიორის რესტორანში. ვმუშაობდი სხვადასხვა საკონდიტროებში და კაფეები. ოთხი წელია პოლის გუნდის წევრი ვარ” - ნათია კევლიშვილი.
 

შოკოლადის ჩიზქეიქი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ნათია კევლიშვილი

რეცეპტის ავტორი

ნათია კევლიშვილი

შოკოლადის ჩიზქეიქი

ინგრედიენტები

ორცხობილა

200 გრამი

კაკაო

10 გრამი

კარაქი

80 გრამი

კრემ-ყველი

900 გრამი

კვერცხი

240 გრამი

შაქრის პუდრი

160 გრამი

რძიანი შოკოლადი

100 გრამი

შავი შოკოლადი

100 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ძირის მოსამზადებლად დავფშვნათ ორხობილა, კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. შევურიოთ ერთმანეთს ორცხობილა, კარაქი, 30 გრ შაქრის პუდრი და კაკაო. მიღებული მასა დავაკრათ 26 სმ. დიამეტრის ყალიბში.

საფეხური

droplet

2

chef
ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველი და 130 გრ შაქრის პუდრი გადავურიოთ, ნელ-ნელა დავამატოთ კვერცხი. ორივე სახეობის შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და შევაგრილოთ. დელიკატურად შევურიოთ კრემ-ყველის მასას, ჩავასხათ ყალიბში და გამოვაცხოთ 140 გრადუსზე 35 წუთი ვენტილაციით და 25 წუთი ვენტილაციის გარეშე.

საფეხური

droplet

3

chef
გამოცხობის შემდეგ ვტოვებთ გამორთულ ღუმელში 1 საათით.

სერვირება

droplet

4

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone