• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

საქონლის ნეკნები ღვინის სოუსით

შალვა ჯაფარიძე ამერიკის კულინარიული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის და მაიამის პრესტიჟულ რესტორნებში მუშაობდა, აქვს პირად შეფად მუშაობის გამოცდილებაც. ოთხი წლის წინ საქართველოში დაბრუნდა და ამჟამად ანტრეკოტის აღმასრულებელი შეფია.

საქონლის ნეკნები ღვინის სოუსით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

შალვა ჯაფარიძე

რეცეპტის ავტორი

შალვა ჯაფარიძე

საქონლის ნეკნები ღვინის სოუსით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

საქონლის ნეკნები

100 გრამი

წითელი მშრალი ღვინო

84 მილილიტრი

საქონლის ძვლების ბულიონი

84 მილილიტრი

სტაფილო

0.5 ცალი

ხახვი

0.5 თავი

ნიახურის ღერო

0.5 ცალი

ნიორი

0.5 კბილი

დაფნის ფოთოლი

0.5 ცალი

პომიდვრის პასტა

0.33 სუფრის კოვზი

სიმინდის სახამებელი

0.2 სუფრის კოვზი

ბეკონი

17 გრამი

ქამა სოკო

33 გრამი

მარილი

0.5 გრამი

კარტოფილი

100 გრამი

კარაქი

14 გრამი

რძე

50 მილილიტრი

საფეხური

droplet

1

chef

ნეკნების რეცეპტი ფრანგული სამზარეულოდანაა. ამ კერძისთვის სასურველია საქონლის წინა ნეკნების შერჩევა, კოლაგენის და ხორცის რაოდენობის გამო, რომელიც სოუსს განსაკუთრებულ გემოს სძენს და შესქელებისთვისაც აუცილებელია.

საფეხური

droplet

2

chef
ვიღებთ ღრმა ტაფას ან ქვაბს. პირველ რიგში, ნეკნები დავბრაწოთ მაღალ ცეცხლზე, ორივე მხრიდან. ამოვიღოთ ნეკნები და იმავე ტაფაზე დავყაროთ კუბებად დაჭრილი სტაფილო, ხახვი, ნიახურის ღერო, დაფნის ფოთოლი და ნიორი. რამდენიმე წუთის შემდეგ ვამატებთ პომიდვრის პასტას და კარგად ვურევთ. ვამატებთ ღვინოს და ხის კოვზით ვურევთ ინტენსიურად, რომ ტაფის ძირიდან ავიღოთ შებრაწული ხორცის ნარჩენები, რომელიც განსაკუთრებულ გემოს აძლევს კერძს. ვაბრუნებთ ნეკნებს ტაფაზე, ვასხამთ ბულიონს და თავდახურულ ქვაბში ვტოვებთ დაბალ ცეცხლზე 3-4 საათით. ძვლის ბულიონის ჩანაცვლება შეგიძლიათ ბულიონის კუბებით. ხარშვის დასრულებისას ხორცი ძალიან ნაზია და ადვილად სცილდება ძვალს.

საფეხური

droplet

3

chef
ვამზადებთ კარტოფილის პიურეს - ვხარშავთ გათლილ კარტოფილს და თქვეფის პროცესში ვამატებთ ცხელ რძეს, მარილს და კარაქს. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. სოკოს ვწვავთ ტაფაზე. ბეკონს ვჭრით მოზრდილ კუბებად, ვხარშავთ და შემდეგ ვწვავთ ფრიტურში ან ტაფაზე. ვამზადებთ სოუსს - ამოვიღებთ ქვაბიდან ხორცს და საწურზე გავატარებთ ნახარშს, ბოსტნეული აღარ გვჭირდება. სოუსს ჩავასხამთ ქვაბში და წამოვადუღებთ, ვამატებთ ცოტაოდენ წყალში გახსნილ სახამებელს და ვურევთ ხელის სათქვეფით ვიდრე სოუსი არ შესქელდება, მარილს და პილპილს ვამატებთ გემოვნებით.

სერვირება

droplet

4

chef
თეფშზე ვათავსებთ პიურეს, ნეკნებს, სოუსში შემთბარ სოკოს და ბეკონის კუბებს, ვასხამთ დამატებით სოუსს და ვაყრით დაჭრილ ოხრახუშს. სურვილის შემთხვევაში ვაფორმებთ სახლში დამზადებული ჩიპსებით.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone